ავსტრიის არჩევნებში ექს-კანცლერ ქურცის პარტიამ გაიმარჯვა

ავსტრიის არჩევნებში ექს-კანცლერ ქურცის პარტიამ გაიმარჯვა
Political Parties Hold Rallies Prior To National Election

ინგლისურად სტატიის ორიგინალის ავტორია ზია ვაიზემ (Zia Weise). ქართულად თარგმნა „სამოქალაქო საქართველომ“  (Civil.ge).

კვირას, 29 სექტემბერს, გამართულ ავსტრიის ვადამდელ არჩევნებში ყოფილი კანცლერის სებასტიან ქურცის პარტიამ გაიმარჯვა. სებასტიან ქურცს ხელახალი კანცლერობისაკენ გაეხსნა გზა.

ქურცის მემარჯვენე-ცენტრისტულმა ავსტრიის სახალხო პარტიამ  (ÖVP) 37.2%-ით დამაჯერებლად გაიმარჯვა, როგორც ამას ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინასწარი ეგზიტპოლი იუწყება.

ქურცის ყოფილი სამთავრობო კოალიციის პარტნიორი, ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტია  (FPÖ) მესამე ადგილზე გავიდა და 16% მოაგროვა, რაც წინა, 2017 წლის არჩევნებთან შედარებით 10%-იანი ვარდნაა. სოციალ-დემოკრატებმა  (SPÖ) 22% აიღეს და მეორე ადგილზე გავიდნენ.

14.3% გაინაღდეს და პარლამენტს დაუბრუნდებიან ავსტრიელი „მწვანეები“, რომელთაც წინა არჩევნებზე ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხეს. ლიბერალურმა პარტია NEOS-მა 7.4% მოიპოვა.

ბოლო ორ წელიწადში ეს ავსტრიაში გამართული მეორე არჩევნებია. სახალხო პარტიისა და თავისუფლების პარტიის კოალიცია, რომელსაც სებასტიან ქურცი ხელმძღვანელობდა, გაზაფხულზე ე.წ. „იბიცას სკანდალის“ შემდეგ ჩამოიშალა. „იბიცას სკანდალი“ მოჰყვა ვიდეოს გავრცელებას, რომელშიც ჩანდა, რომ თავისუფლების პარტიის მაშინდელი ლიდერი ჰაინც ქრისტიან შტრახე ქალს, რომელიც მას მდიდარი რუსი ეგონა, არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ ავსტრიაში სავაჭრო კონტრაქტების დადებაში დახმარებას ჰპირდებოდა.

ამის შემდეგ, ულტრამემარჯვენეები და სოციალ-დემოკრატები კანცლერ ქურცისათვის უნდობლობის ვოტუმის გამოსაცხადებლად გაერთიანდნენ, რასაც მაისში ქურცის გადაყენება მოჰყვა. მას შემდეგ ქვეყანას მოსამართლე ბრიგიტე ბიერლაინის (Brigitte Bierlein) დროებითი ტექნოკრატიული მთავრობა მართავს - ბიერლაინი პირველი ქალი კანცლერია [გარდამავალი კანცლერი] ავსტრიის ისტორიაში.

წყარო: ORF via Politico

ასევე წაიკითხეთ:

წაიკითხეთ მეტი

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

კვლავაც კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო! წინა ნომერში გიყვებოდით, რომ ბრიუსელი შვებულებაში მიდიოდა და მხოლოდ მისი “საზაფხულო რაზმი” რჩებოდა სამუშაოდ. იმასაც ვამბობდით, რომ კრიზისები შვებულებას არ იღებენ ხოლმე, ასეც მოხდა. ეს კვირა კონტინენტმა გამოანგარიშებაში გაატარა: სეუტა თავის დაღუპულებს ითვლიდა და გაკვეთილებს სწავლობდა, საფრანგეთი და ესპანეთი გადამწვარ ჰექტრებს, უკრაინა კი - მიუღებელ სარაკეტო

lock-1
წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

აპრილის თბილი დღე იდგა, გენტი-ამსტერდამის გზაზე ანტვერპენის სახელგანთქმულ ნატიფი ხელოვნების სამეფო მუზეუმში (KMSKA) შევიარე. ანტვერპენში ადრეც ვყოფილვარ სტუდენტობისას, მთელი ათი წლით ადრე. მაშინ მუზეუმი სარემონტო სამუშაოებისთვის იყო დაკეტილი, რამაც 11 წელიწადს გასტანა. სიმართლე რომ ვთქვა, იმხანად მუზეუმებს ისედაც ნაკლებად ვეტანებოდი. ამჯერად კი, ამ უმდიდრესი კოლექციით განთქმული მუზეუმის გამოტოვება არ

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

30–31 ივლისს, ათიათასობით ადამიანის მოულოდნელმა შეჭრამ სეუტაში ევროპაში კვლავ გამოაცოცხლა ნაცნობი ეჭვი: თითქოს მაროკომ განზრახ შეასუსტა საზღვრის კონტროლი, რათა ესპანეთზე ზეწოლა მოეხდინა.

lock-1