არჩევნები გერმანიაში - ცოცხლად

გააზიარეთ
არჩევნები გერმანიაში - ცოცხლად
გერმანია არჩევნები 1
⏱

15:40

?

უცხოეთში დაახლოებით 3,4 მილიონი გერმანელი ცხოვრობს, რომელსაც არჩევნებში შეუძლია მონაწილეობის მიღება - აქედან 80 პროცენტი ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში.თუმცა, მათგან, მხოლოდ 126 500 ადამიანმა გამოხატა სურვილი მიეცა ხმა და დარეგისტრირდა არჩევნებზე.

⏱

15:20

?

ანნალენა ბერბოკი იმედოვნებს რომ მწვანეთა პარტია იმაზე ბევრად მეტ ხმას მიიღებს, რასაც ბოლო გამოკითხვები აჩვენებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მდგომარეობით მწვანეთა პარტია მესამე ადგილზეა, ანნალენა ძალიან თავდაჯერებული ჩანდა კამერების წინ.

⏱

14:52

?

რიგები დამდგარა ბერლინში, რამდენიმე საარჩევნო უბანზე. ზოგიერთს, ერთ საათზე მეტხანსაც კი უწევს თურმე ლოდინი. მათ შორის, რიგში დგომა მოუწია ანნალენა ბერბოკსაც.

?

კანცლერობის კანდიდატი მწვანეთა პარტიიდან, შეადღის 2 საათისთვის გამოცხადდა საარჩევნო უბანზე და თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობა მოიხადა. ბერბოკი ჯერ კიდევ გუშინ ჩამოვიდა პოტსდამში და როგორც მწვანეთა კანდიდატს შეეფერება, ველოსიპედით გამოცხადდა მომხრეებთან შეხვედრაზე. ხმის მიცემის შემდეგ ბერბოკმა განაცხადა, მთელი მსოფლიოს ყურადღება გერმანიისკენ არის მოპყრობილი და ეს ძალიან ამაღელვებელიაო.

⏱

12:09

☕

კანცლერობის კანდიდატმა, არმინ ლაშეტმა დილით თაფლიანი ტოსტის პურითა და ყავით ისაუზმა და მეუღლესთან ერთად, ხმის მისაცემად ქალაქ აახენისკენ გაემართა. ხმა იმ სკოლაში მისცა, სადაც მისი სამი შვილი სწავლობს. დიდი ამბები მოჰყვა მის მიერ ხმის მიცემას.

?

საქმე იმაშია, რომ ლაშეტმა სასურველი პარტიის შემოხაზვის შემდეგ, ფურცელი ისე დაკეცა, რომ მშვენივრად ჩანდა, თუ ვის მისცა ხმა. გერმანული საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, სასურველი კანდიდატის შემოხაზვის შემდეგ, ფურცელი ისე უნდა გადაკეცოთ, რომ არ ჩანდეს თქვენი არჩევანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ხმის მიცემის უფლება არც კი მოგცენ. არმინ ლაშეტისთვის შენიშვნა არავის მიუცია!

⏱

11:51

?

"დემოკრატიაში ცხოვრება ნიშნავს, რომ თქვენ ხმის მიცემის უფლება გაქვთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის და აუცილებელია, რომ აღნიშნული შესაძლებლობა ყველამ გამოვიყენოთ. საუბარია თითოეული ჩვენგანის მომავალზე! ვისაც კლიმატის პრობლემებზე მოფიქრალი მთავრობა უნდა, ხმა მწვანეთა პარტიას უნდა მისცეს" - ამავე პარტიის კანცლერობის კანდიდატი, ანნალენა ბერბოკი თვითერზე.

⏱

11:35

?

სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი და კანცლერობის კანდიდატი, ოლაფ შოლცი ახლახან, მის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა მაქს დორთუს სახელობის სკოლაში, სადაც ხმა მისცა. გარეთ გამოსულმა მცირე კომენტარიც გააკეთა, დღეს გერმანიაში მზიანი ამინდია და ეს კარგის ნიშანიაო. არჩევნებზე უკვე იმყოფებოდა ბავარიის პრემიერ-მინისტრი, ქრისტიან-სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი მარკუს ზოდერიც, რომელიც, აქტიურად უჭერს მხარს არმინ ლაშეტის კანცლერობას. ურნაში კონვერტის ჩაგდების შემდეგ ზოდერმა ღიმილით თქვა, ახლა ყველაფერი კარგად იქნებაო.

⏱

10:59

❓

ბოლო გამოკითხვის თანახმად, გერმანიას სამომავლოდ, სავარაუდოდ, სამი პარტიისგან შემდგარი კოალიცია წარმართავს. ესენი შეიძლება გახდნენ: 1. SPD+Grünen+FDP2. SPD+Grünen+Linke3. CDU+Grünen+FDPასევე სავარაუდოდ, იმის მიხედვით, თუ რამდენად მრავალფეროვან არჩევანს გააკეთებენ მოქალაქეები, შეიძლება წელს გერმანიის პარლამენტში რეკორდული, 900-მდე მანდატი იქნეს წარმოდგენილი, განსხვავებით წინა წლისგან, როცა ეს რიცხვი 709 იყო.

⏱

09:56

❓

გამოკითხვებს თუ დავუჯერებთ, ამ არჩევნებზე რეკორდულად დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც არ იცის, თუ ვის მისცეს ხმა.

?

ასეთებისთვის არსებობს ერთი ძალიან საინტერესო გვერდი wahl-o-mat, სადაც ამომრჩეველს საშუალება აქვს პარტიების იდეოლოგიურ ხედვებს გადაავლოს თვალი და სპეციალური ტესტი შეავსოს, რომელიც ბოლოს აჩვენებს, თუ რომელი პოლიტიკური პარტიის პროგრამას ემთხვევა ამომრჩევლის აზრები ყველაზე მეტად.

⏱

09:47

?

ქალაქ ვუპერტალში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის ამ დილით აღმოჩენამ საარჩევნო პროცესი შეაფერხა. აღმოჩენილი ბომბიდან 500 მეტრის რადიუსში 5 საარჩევნო უბანია განთავსებული. 1500-მდე ადამიანი მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე ევაკუირებულია.ქალაქის მერია ბომბის გაუნებელყოფამდე მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

⏱

09:40გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ, ვალტერ შტაინმაიერი ახლახან იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე, ბერლინში, სადაც ხმა მისცა.

⏱

09:24უკანასკნელი გამოკითხვების მიხედვით, ხმები ასე ნაწილდება:

?

სოციალ-დემოკრატიული პარტია (SPD) -25%

?

ქრისტიან-დემოკრატიული პარტია (CDU) -24%

?

მწვანეები ( Die Grünen) - 16%

?

თავისუფალი დემოკრატიული პარტია (FDP) - 10,5%

?

ალტერნატივა გერმანიისთვის (AFD) - 10%

?

ლინკე (Linke) - 5%

⏱

08:57

?

გერმანიის პრეზიდენტმა, ვალტერ შტაინმაიერმა მოსახლეობას არჩევნებში ხმის მიცემისკენ მოუწოდა.დემოკრატია მხოლოდ ხალხის ჩართულობით ყალიბდება და ვინც საარჩევნო ურნებთან მიხვალთ, ჩათვალეთ, რომ თქვენი როლი შეიტანეთ გერმანიის დემოკრატიულობის გაძლიერებაშიო.ვინც არჩევნებზე არ გამოცხადდებით, თქვენ ნაცვლად სხვა აირჩევს, თავად ვინც უნდა იმასო.

⏱

08:32

✉

ვარაუდობენ, რომ წელს რეკორდულად ბევრი გერმანელი ხმას არა საარჩევნო უბნებზე, არამედ ფოსტით მისცემს - მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტი. გერმანიაში ასე ხმის მიცემა 1957 წლიდანაა დაშვებული.

⏱

08:00

?

60 000-მდე საარჩევნო უბანი უკვე გახსნილია. სულ 60 მილიონზე მეტ გერმანელს შეუძლია დღეს ხმის მიცემა. მათი ნაწილი ამას საფოსტო გზავნილის საშუალებით გააკეთებს. არჩევნებში სულ 47 პარტია მონაწილეობს. პირველადი შედეგები კი 18:00 საათზე გახდება ცნობილი.