ბოსნიის დედაქალაქმა ლგბტ პრაიდს პირველად უმასპინძლა

ბოსნიის დედაქალაქმა ლგბტ პრაიდს პირველად უმასპინძლა
სარაევო. ლგბტ პრაიდი.

კვირას, 8 სექტემბერს, სარაევოში პირველი პრაიდი გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე გაიმართა. მარშის მოწინააღმდეგეებმა „ტრადიციული ოჯახის ღირებულებების“ მხარდასაჭერად პარალელური აქციები გამართეს.

ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქში კვირას, შუადღეს დაწყებულმა პირველმა პრაიდის მარშმა მშვიდობიანად ჩაიარა. მარშის მონაწილეები მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა საპატივცემულო „მარადიული ცეცხლის“ მემორიალის წინ შეიკრიბნენ და ტიტოს ქუჩის (სარაევოს მთავარი ქუჩა) გავლით, სახელმწიფო პარლამენტის შენობამდე მივიდნენ.

ორსაათიანი მსვლელობა უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების ფონზე, გაუქმების მოწოდებებისა და საფრთხეების მიუხედავად, მაინც მოეწყო და ინციდენტების გარეშე დასრულდა.

ბოსნიის ლგბტქ თემის მხარდასაჭერად მარშს ადამიანის უფლებათა დამცველები ბელგრადიდან, სკოპიედან და პოდგორიცადანაც შემოუერთდნენ.

ბოსნიის მნიშვნელოვან პოლიტიკოსთაგან მარშს არავინ დასწრებია, თუმცა მარშზე მივიდნენ და ლგბტქ ადამიანებს მხარი დაუჭირეს აშშ-ის ელჩმა ერიკ ნელსონმა და სხვა ბევრმა დიპლომატმა, ისევე როგორც, ბოსნიაში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა.

პრაიდის მარშამდე საათნახევრით ადრე, სარაევოში მოქმედმა „ისკორაკის“ ჯგუფმა ქალაქის ცენტრთან ახლოს კონტრდემონსტრაცია გამართა. ამ კონტრმანიფესტაციის ჩატარების ამბავი საზოგადოებას „ისკორაკმა“ პარასკევს აუწყა.

კიდევ ერთი კონტრდემონსტრაცია, პრაიდის მარშის პარალელურად, თეოლოგისა და პროფესორის, სანინ მუსას წინამძღოლობით  სარაევოს ციგლანეს უბანში გაიმართა. მუსას თქმით, იგი არ ეთანხმება, ერთსქესიანმა წყვილებმა თავიანთი ორიენტაცია საჯაროდ გამომზეუურონ, რადგანაც ეს „კაცსა და ქალს შორის ურთიერთობის ფუნდამენტურ ტრადიციას ეწინააღმდეგება.“

შაბათს, მარშამდე ერთი დღით ადრე, კიდევ ერთმა სამოქალაქო ჯგუფმმა - ასოციაცია „სვიეტლომ“ (Svjetlo) - ტრადიციული ოჯახის ღირებულებების მხარდამჭერი მსვლელობა ზუსტად იმ მონაკვეთზე მოაწყო, რომელიც დღეს პრაიდის მარშმა გაიარა.

„სვიეტლოს“ მარშის ლოზუნგი „ტრადიციული ოჯახის დღე“ იყო. ორგანიზატორების მიზანი „რელიგიის თუ მეცნიერების გადმოსახედიდან ტრადიციული ოჯახის ბუნებრივობისათვის“ ხაზგასმა იყო.

ბოსნია და ჰერცეგოვინა ერთადერთი ქვეყანაა ყოფილი იუგოსლავიის რეგიონში, რომელშიც საჯარო პრაიდი აქამდე არ გამართულა. ბოსნია სოციალურად კონსერვატიული ქვეყანაა, სადაც ლგბტ ფესტივალებზე აქამდე არაერთხელ უძალადიათ, ამის თვალსაჩინო მაგალითები 2008 და 2014 წლის მოვლენები იყო.

აპრილიდან მოყოლებული, რაც მარშის ჩატარების ამბავი გამჟღავნდა, პრაიდის საორგანიზაციო კომიტეტი პოლიტიკოსებისა და საზოგადოებისაგან მნიშვნელოვან ზეწოლას შეეჩეხა. მაგალითად, სარაევოს კანტონის მთავრობამ აქციის ორგანიზატორებს მოსთხოვა, თავად ეყიდათ უსაფრთხოების დამატებითი ზომებისათვის მარშის მონაკვეთის გასწვრივ დასამონტაჟებელი ბეტონის ბარიერები. როგორც BIRN-მა დაწერა, ზოგიერთმა აქტივისტმა ამ მოთხოვნის სამართლებრივობა ეჭვქვეშ დააყენა.

პირველი პრაიდი სარაევოში. ფოტო: BIRN
პირველი პრაიდი სარაევოში. ფოტო: BIRN
პირველი პრაიდი სარაევოში. ფოტო: BIRN
პირველი პრაიდი სარაევოში. ფოტო: BIRN
პირველი პრაიდი სარაევოში. ფოტო: BIRN
პირველი პრაიდი სარაევოში. ფოტო: BIRN

წაიკითხეთ მეტი

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

კვლავაც კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო! წინა ნომერში გიყვებოდით, რომ ბრიუსელი შვებულებაში მიდიოდა და მხოლოდ მისი “საზაფხულო რაზმი” რჩებოდა სამუშაოდ. იმასაც ვამბობდით, რომ კრიზისები შვებულებას არ იღებენ ხოლმე, ასეც მოხდა. ეს კვირა კონტინენტმა გამოანგარიშებაში გაატარა: სეუტა თავის დაღუპულებს ითვლიდა და გაკვეთილებს სწავლობდა, საფრანგეთი და ესპანეთი გადამწვარ ჰექტრებს, უკრაინა კი - მიუღებელ სარაკეტო

lock-1
წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

აპრილის თბილი დღე იდგა, გენტი-ამსტერდამის გზაზე ანტვერპენის სახელგანთქმულ ნატიფი ხელოვნების სამეფო მუზეუმში (KMSKA) შევიარე. ანტვერპენში ადრეც ვყოფილვარ სტუდენტობისას, მთელი ათი წლით ადრე. მაშინ მუზეუმი სარემონტო სამუშაოებისთვის იყო დაკეტილი, რამაც 11 წელიწადს გასტანა. სიმართლე რომ ვთქვა, იმხანად მუზეუმებს ისედაც ნაკლებად ვეტანებოდი. ამჯერად კი, ამ უმდიდრესი კოლექციით განთქმული მუზეუმის გამოტოვება არ

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

30–31 ივლისს, ათიათასობით ადამიანის მოულოდნელმა შეჭრამ სეუტაში ევროპაში კვლავ გამოაცოცხლა ნაცნობი ეჭვი: თითქოს მაროკომ განზრახ შეასუსტა საზღვრის კონტროლი, რათა ესპანეთზე ზეწოლა მოეხდინა.

lock-1