ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადება უკრაინაზე რუსეთის შეტევასთან დაკავშირებით

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს განცხადება უკრაინაზე რუსეთის შეტევასთან დაკავშირებით
Official Portrait of NATO Allies

ჩვენ მტკიცედ ვგმობთ რუსეთის საზარელ შეტევას უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც სრულიად გაუმართლებელი და არაპროვოცირებული იყო. ჩვენ თანავუგრძნობთ მოკლულებსა და დაშავებულებს, მთელ უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვგმობთ ბელარუსის მიერ ამ შეტევის ხელშეწყობას.

განახლებული შეტევა საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, გაეროს ქარტიის მძიმე დარღვევაა და სრულიად ეწინააღმდეგება ჰელსინკის საბოლოო აქტის თანახმად რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს, პარიზის ქარტიას, ბუდაპეშტის მემორანდუმსა და ნატო-რუსეთის დამფუძნებელ აქტს. ეს დამოუკიდებელი, მშვიდობიანი ქვეყნის წინაარმდეგ აგრესიის აქტია.

ჩვენ უკრაინელი ხალხისა და მისი ლეგიტიმური, დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, პარლამენტისა და მთავრობის გვერდით ვდგავართ. ჩვენ განუხრელად განვაგრძობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრულ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ტერიტორიული წყლების ჩათვლით.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან და მის გარშემო, სრულად სცეს პატივი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და უზრუნველყოს ჰუმანიტარული წვდომა და დახმარება ყველა ადამიანისათვის, ვისაც ეს შეიძლება დასჭირდეს.

ჩვენ მტკიცედ ვგმობთ რუსეთის გადაწყვეტილებას, აღიაროს აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონები. ეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ლახავს და ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ხელმოწერილ მინსკის შეთანხმებებს. მოკავშირეები არასოდეს ცნობენ ამ უკანონო აღიარებას.

ჩვენ უმტკიცესად მოვუწოდებთ რუსეთს ზურგი აქციოს ძალადობისა და აგრესიის გზას, რომელიც მან აირჩია. რუსეთის ლიდერებს სრული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ მათი ქმედების შედეგებზე. რუსეთი მძიმე ეკონომიკურ და პოლიტიკურ საფასურს გადაიხდის. ნატო განაგრძობს დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ევროკავშირის ჩათვლით, მჭიდრო კონსულტაციებს.

ამ კრიზისის მიმდინარეობისას, ნატომ, მოკავშირეებმა და ჩვენმა პარტნიორებმა ყოველი ღონე იხმარეს რუსეთთან დიპლომატიისა და დიალოგისათვის, მათ შორის, უმაღლეს დონეზე, ჩვენ მრავალი საგნობრივი წინადადება წარმოვადგინეთ ევრო-ატლანტიკურ რეგიონში ყველა სახელმწიფოს უსაფრთხოების განსამტკიცებლად. ჩვენ რამდენჯერმე მოვიწვიეთ რუსეთი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე. რუსეთს პასუხი არ გაუცია. რუსეთმა ერთპიროვნულად აირჩია ესკალაციის გზა.

რუსეთის ქმედება ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისათვის სერიოზულ საფრთხეს წამოადგენს და მას გეოსტრატეგიული შედეგები მოჰყვება. ნატო განაგრძობს ყველა აუცილებელი ზომის მიღებას ყველა მოკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ დამატებით თავდაცვით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებს გადავტყორცნით ალიანსის აღმოსავლეთში. გავზარდეთ ჩვენი ძალების მზადყოფნის დონე, რათა მზად ვიყოთ ნებისმიერ გამოწვევაზე საპასუხოდ.

დღეს გაიმართა კონსულტაციები ვაშინგტონის ხელშეკრულების მეოთხე მუხლის შესაბამისად. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თავდაცვითი გეგმების შესაბამისად ვიმოქმედებთ მოკავშირეების დასაცავად და გადავდგამთ დამატებით ნაბიჯებს შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად ალიანსის მთელს ტერიტორიაზე. ჩვენი ქმედებები პრევენციული, პროპორციული და არაესკალაციური იქნება.

ჩვენი ერთგულება ვაშინგტონის ხელშეკრულების მეხუთე მუხლისადმი რკინასავით ურყევია. ჩვენ ერთად ვიდგებით ერთმანეთის დასაცავად.

წაიკითხეთ მეტი

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

კვლავაც კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო! წინა ნომერში გიყვებოდით, რომ ბრიუსელი შვებულებაში მიდიოდა და მხოლოდ მისი “საზაფხულო რაზმი” რჩებოდა სამუშაოდ. იმასაც ვამბობდით, რომ კრიზისები შვებულებას არ იღებენ ხოლმე, ასეც მოხდა. ეს კვირა კონტინენტმა გამოანგარიშებაში გაატარა: სეუტა თავის დაღუპულებს ითვლიდა და გაკვეთილებს სწავლობდა, საფრანგეთი და ესპანეთი გადამწვარ ჰექტრებს, უკრაინა კი - მიუღებელ სარაკეტო

lock-1
წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

აპრილის თბილი დღე იდგა, გენტი-ამსტერდამის გზაზე ანტვერპენის სახელგანთქმულ ნატიფი ხელოვნების სამეფო მუზეუმში (KMSKA) შევიარე. ანტვერპენში ადრეც ვყოფილვარ სტუდენტობისას, მთელი ათი წლით ადრე. მაშინ მუზეუმი სარემონტო სამუშაოებისთვის იყო დაკეტილი, რამაც 11 წელიწადს გასტანა. სიმართლე რომ ვთქვა, იმხანად მუზეუმებს ისედაც ნაკლებად ვეტანებოდი. ამჯერად კი, ამ უმდიდრესი კოლექციით განთქმული მუზეუმის გამოტოვება არ

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

30–31 ივლისს, ათიათასობით ადამიანის მოულოდნელმა შეჭრამ სეუტაში ევროპაში კვლავ გამოაცოცხლა ნაცნობი ეჭვი: თითქოს მაროკომ განზრახ შეასუსტა საზღვრის კონტროლი, რათა ესპანეთზე ზეწოლა მოეხდინა.

lock-1