ემანუელ მაკრონის პარტიიდან საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გაბრიელ ატალის აზრით, მის თაობას ისტორიული პასუხისმგებლობა აკისრია - დააჩქაროს ერთიანი ევროპის მშენებლობა. ატალი მემარჯვენე ცენტრის ერთ-ერთი კანდიდატია. ამ ფლანგზე მას ჯერჯერობით კონკურენციას უწევს ემანუელ მაკრონის პირველი პრემიერ-მინისტრი - ედუარდ ფილიპი. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რაღაც ეტაპზე მოსალოდნელია ორიდან ერთ-ერთმა მეორეს გამოუცხადოს მხარდაჭერა. ვითარებას პიკანტურობას ანიჭებს ის ფაქტი, რომ ატალის პარტნიორი - სტეფანე სეჟურნე - საფრანგეთის სახელით ევროკომისარია. ატალის კამპანიამ განაცხადა, რომ მას ამ პროექტის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია.
გაბრიელ ატალმა ეს წერილი გუშინ გამოაქვეყნა. ხელმომწერებს ვთავაზობთ სრულ თარგმანს.