Civil.ge

Politico: ევროპაშიც „ვერ ვსუნთქავთ“

Politico: ევროპაშიც „ვერ ვსუნთქავთ“

ავტორი: იასინ ბუბუ, ბრიუსელში მცხოვრები სამართლის სტუდენტი, აქტივისტი. მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გასაპროტესტებლად მთელ მსოფლიოს მოდებული გამოსვლები გულს გაგითბობს. აღნიშნული ხომ მომიტინგეთა სოლიდარობას და აშშ-ში სისტემური რასიზმის სისასტიკით აღშფოთებას გვიჩვენებს. თუმცა ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც ევროპაში პოლიციის სისასტიკის საკითხზე მუშაობს, ამერიკის გარეთ „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ კამპანიის გააქტიურება ერთგვარად ტკბილმწარე განცდებს ტოვებს.

ლე მონდი: "მოსკოვი და პეკინი ვერ აცნობიერებენ, რომ რაც მათ ლიბერალური დემოკრატიების სისუსტედ მიაჩნიათ, სინამდვილეში მათი სიძლიერეა"

ლე მონდი: "მოსკოვი და პეკინი ვერ აცნობიერებენ, რომ რაც მათ ლიბერალური დემოკრატიების სისუსტედ მიაჩნიათ, სინამდვილეში მათი სიძლიერეა"

სილვი კაუფმანი (Sylvie Kaufmann), ფრანგული "ლე მონდის" სარედაქციო სტატიით ეხმიანება მოძრაობას "Black Lives Matter". უკვე ორი კვირაა, რაც სააგენტოებს Russia Today და Global Times დღესასწაული უდგათ. მართლაც, თუკი რუსეთის ანდა ჩინეთის პროპაგანდის საშუალება ხარ, ამაზე მეტი გასახარი რა უნდა მოხდეს - ამერიკის დიდი ქალაქები ამბოხის ქარცეცხლშია

ტრამპი დიდ შვიდეულში რუსეთს ეპატიჟება, სხვა ლიდერები უარს არიან

ტრამპი დიდ შვიდეულში რუსეთს ეპატიჟება, სხვა ლიდერები უარს არიან

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც წლეულს დიდ შვიდეულს თავკაცობს, 30 მაისს განუცხადებია, რომ შვიდეულის სამიტს ივნისის ნაცვლად შემოდგომაზე უმასპინძლებს. პატივცემულ ტრამპს კვლავაც აღუძრავს ლაპარაკი იმის შესახებ, რომ თავყრილობაზე რუსეთის მოპატიჟებაც სურს. უთქვამს, დიდი შვიდეული ფრიად დრომორჭმული ფორმატისაა, თანამედროვე მსოფლიოს მდინარებას ჯეროვნად ვერ ასახავს და დროა, 10-11 წევრამდე გავფართოვდეთო.

რატომ გვჯერა შეთქმულების თეორიებისა?

ფილოსოფია

რატომ გვჯერა შეთქმულების თეორიებისა?

ახალი სატელეკომუნიკაციო ანძებით გვაკონტროლებენ... ასტრონავტები სინამდვილეში არასოდეს ყოფილან მთვარეზე... ყველაფერს მასონები აკონტროლებენ... ილონ მასკი დაგვასხივებს და ბილ გეიტსი "დაგვჩიპავს". რატომაა შეთქმულების თეორიები ამდენად გავრცელებული? აი, რას ფიქრობს ამაზე ოთხი ცნობილი ფილოსოფოსი. ...იმიტომ, რომ ეს თეორიები ჩვენს კრიტიკულ აზროვნებას ავარჯიშებს რენე დეკარტი (1596-1650) "მეტაფიზიკური მედიტაციების" შესავალში დეკარტი

ევროპის დღე: "შუმანის დეკლარაცია"

ანალიზი

ევროპის დღე: "შუმანის დეკლარაცია"

საფრანგეთის საგარეო მინისტრმა, რობერტ შუმანმა (Robert Schuman) 1950 წლის 9 მაისს წაიკითხა დეკლარაცია, რომელიც ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის თანამეგობრობის (European Coal and Steel Community, ECSC) შექმნას აცხადებდა. თანამეგობრობის დამფუძნებელი წევრები საფრანგეთი, დასავლეთ გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია და ლუქზემბურგი იყვნენ. სწორედ ისაა ევროპული თანამეგობრობის, შემდეგ კი ევროკავშირის წინაპარი. ისტორიული კონტექსტი 1950

ლევიათანი და იზოლაცია

ფილოსოფია

ლევიათანი და იზოლაცია

კორონავირუსის შემოტევამ ფილოსოფოსთა საძმოს ერთ-ერთი მთავარი საფრთხობელა - თომას ჰობსი - კვლავაც მედიის ყურადღების ცენტრში მოაქცია. გასაკვირი არაა, რომ აშშ-ს ორმა წამყვანმა კონსერვატიულმა ჟურნალმა, National Review (ეროვნული მიმოხილვა) და American Conservative (ამერიკელი კონსერვატორი), კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვები უკვე შიშით დაუკავშირა XVII საუკუნის ფილოსოფოსის მიერ წარმოსახულ ლევიათანს - ძალმოსილ სახელმწიფოს, რომელის ნებასაც

ბელგიელებს სამშობლო კარტოფილი ფრის კვირაში ორჯერ ჭამას სთხოვს

ბელგიელებს სამშობლო კარტოფილი ფრის კვირაში ორჯერ ჭამას სთხოვს

კარტოფილის მწარმოებელი კომპანიები ბელგიაში თანამემამულეებს ევედრებიან, ფრიტერიებს (კარტოფილი ფრის გასაყიდ კიოსკებს) კვირაში ორჯერ მაინც შეუარეთ და მოჭარბებული საქონელი გაგვასაღებინეთო. ცხადზე ცხადი კია, რომ 11 მილიონი ბელგიელი პანდემიის გამო დახვავებულ კარტოფილის გორებს მარტოკა ვერ მოერევა, მაგრამ პატრიოტიზმი მსხვერპლს მოითხოვს... ბელგია შემწვარი კარტოფილის, მაიონეზისა და მიდიების სამშობლოა და, ამავე დროს, გაყინული კარტოფილი

მოდა, ეპიდემია და დისტანცია

ანალიზი

მოდა, ეპიდემია და დისტანცია

კორონავირუსის აფეთქებასთან ბრძოლაში „სოციალური დისტანცირება“ ერთ-ერთი იარაღად იქცა. ხელისუფალნი ხალხს ეუბნებიან, საკვების მომარაგებას და ჰოსპიტლებში სირბილს ის ჯობია, სხვებთან ფიზიკური დისტანცია დაიცვათ, ამით ეპიდემიის გავრცელების ტემპი მოიკლებს და ჯანდაცვის სისტემა უკეთ გაუმკლავდებაო. ეინავ რაბინოვიჩ-ფოქსი, აშშ-ის თანამედროვე ისტორიის სპეციალისტია ქეის ვესტერნ უნივერსიტეტში. მისი კვლევის საკვანძო თემა გენდერული საკითხებია, მათ შორის, მოდის

პანდემია დიდ ქალაქში

პანდემია დიდ ქალაქში

ნიუ-იორკში ამ დღეებში დილა არის ისე ჩუმი, თურმე ჩიტებს გაიგონებს მოდარაჯე კაცის ყური - თუკი გარიჟრაჟის სიმშვიდე სასწრაფო დახმარების სირენამ არ გაჰკვეთა. ქალაქი შეიცვალა - მანქანების ადგილას ფეხით მოსიარულეები დადიან. ფართო გამზირებზე, ერთმანეთისაგან შორიშორს მოძრავ ქვეითებს შეუძლიათ კარგად მიმოიხედონ და, ვინძლო, ისეთი რამეც შეამჩნიონ ქალაქის არქიტექტურაში, რაც აქამდე მხედველობიდან ეპარებოდათ.

ღვთის რისხვა თუ სამეცნიერო თავსატეხი: კაცობრიობა კატასტროფების წინაშე

ღვთის რისხვა თუ სამეცნიერო თავსატეხი: კაცობრიობა კატასტროფების წინაშე

ადამიანი და ეპიდემია: ხედვის ევოლუცია ბიბლიური დროიდან მოყოლებული ვიდრე შუა საუკუნეებამდე, ეპიდემიები ღვთის სასჯელად ითვლებოდა. კორონავირუსის დრო დადგა და ვითარების მეცნიერული ხედვა თითქოს იმარჯვებს. თუმცაღა ჩვენს რაციონალურ ეპოქაშიც კი, ბევრი საუბრობს იმ ციურ ნიშანზე, რომელსაც თითქოს ბუნება ამ ეპიდემიის სახით გვიგზავნის. ეპიდემია ვერაგი მტერია - უხილავი, ზოგჯერ ომზე უფრო სახიფათო

ევროპა კორონავირუსის ღრუბელქვეშ

ევროპა კორონავირუსის ღრუბელქვეშ

შაბათი მშვიდობისა, კიდევ ერთი მზიანი დღე თენდება ვირუსით მოტანილი ზომების ღრუბელქვეშ. დღეს გადავწყვიტეთ, ევროპის ქვეყნებს ჩამოვურბინოთ და ვნახოთ ვის რა ულხინს და რა ადარდებს: ჩრდილოეთ ევროპა მიმოხილვა ჩრდილოეთიდან დავიწყოთ: ბრიტანეთში გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება, მხოლოდ გუშინ 980 კაცი ემსხვერპლა ვირუსს. ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველის თქმით, მეცნიერები იწყებენ კარანტინიდან გამოსვლის გეგმებზე ფიქრს, რომლებსაც

კარანტინი სულიერ სიმშვიდეს არღვევს

კარანტინი სულიერ სიმშვიდეს არღვევს

კორონავირუსის პანდემიის გამო სახლში გამოკეტვას 33 წლის კლაუდია (სახელი შეცვლილია) მომზადებული ხვდება. ლონდონის ბინადარს ფსიქოლოგიური პრობლემების გამოცდილება აქვს - ის ადრე ალკოჰოლიზმისაგან იტანჯებოდა და რამდენჯენმე აღმოჩნდა გამოკეტილი რეაბილიტაციის კურსების გავლისას. მაშინ ის დღის მკაცრი განრიგის მიხედვით ცხოვრობდა, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს უნდა ესაუზმა, ესადილა და ევახშმა. ეს გამოცდილება ახლა