ევროპარლამენტის არჩევნები იმართება
სალომე სალაძე, ვენიდან 23-26 მაისს ევროპელი ამომრჩევლები საარჩევნო უბნებისკენ მიემართებიან. ევროპის 28 ქვეყანაში მცხოვრები 340 მილიონი ამომრჩეველი მომავალი ხუთი წლის ვადით 751 ევროპარლამენტარს აირჩევს. ნიდერლანდები პირველი ქვეყანაა, სადაც ევროპარლამენტის არჩევნები უკვე ჩატარდა. პირველადი, არაოფიციალური შედეგები აქ საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა - ეგზიტპოლის მიხედვით, პირველ ადგილზე სოციალ-დემოკრატიული პარტია გავიდა და უკან ჩამოიტოვა