ტრამპის ევროპელი მოწინააღმდეგეები, შემრიგებლები და თანამზრახველები
დონალდ ტრამპი ოვალურ ოფისში უკვე რამდენიმე დღეა, რაც მოკალათდა. ევროკავშირსა და ევროპის ქვეყნებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში ფორმალურად არაფერი შეუცვლიათ. თუმცაღა, არ დარჩენილა პოლიტიკოსი, აზრი რომ არ გამოეთქვა აშშ ახალი პრეზიდენტის შესახებ, არ ელაპარაკა იმაზე, თუ აწი როგორ უნდა მოეპყროს მისი ქვეყანა და მთლიანად ევროკავშირი მთავარ პარტნიორს. ბევრი შიშობს, აშშ-