Salome Saladze

ავსტრია: მმართველი კოალიცია რუსულ ფულს და სიხარბეს შეეწირა

ავსტრია: მმართველი კოალიცია რუსულ ფულს და სიხარბეს შეეწირა

სალომე სალაძე ავსტრიის დედაქალაქ ვენიდან მოგვითხრობს პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც იბიცაზე გადაღებული ვიდეოს გასაჯაროებას მოჰყვა. გერმანული გამოცემების მიერ გამოქვეყნებულმა ვიდეო ჩანაწერმა ავსტრიის ულტრამემარჯვენე  თავისუფლების პარტიის (FPÖ) ლიდერს საბედისწერო დარტყმა მიაყენა და მმართველ კოალიციაში მისი უფროსი პარტნიორი, კანცლერი სებასტიან ქურცი (Sebastian Kurz) აიძულა, ვადამდელი არჩევნები დაენიშნა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა - ევროპის ქვეყნის

ავსტრია: პროტესტი და კარჩაკეტილობა

ავსტრია: პროტესტი და კარჩაკეტილობა

სალომე სალაძე ვენიდან მოგვითხრობს ავსტრიის მოქალაქეთა პროტესტის მიზეზებსა და მთავრობის წინააღმდეგობრივ პოლიტიკაზე. 2018 წლის 4 ოქტომბრიდან, ყოველ ხუთშაბათს, ავსტრიის დედაქალაქში, სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებული რამდენიმეათასიანი საპროტესტო აქცია იმართება. ხუთშაბათის დემონსტრაციის (Donnerstagsdemo) მთავარი ადრესატი ორი მემარჯვენე პარტიისგან შემდგარი კოალიციური მთავრობაა, მიზანი კი არსებული  რასისტული, ქსენოფობიური და ნეონაცისტური იდეებით გაჟღენთილი პოლიტიკის ცვლილება,