ერთიანი დასავლეთი მკვდარია
ევროპელმა ლიდერებმა ყური უნდა უგდონ თავიანთ ამომრჩევლებს და უზრუნველყონ, რომ ევროკავშირი მსოფლიოში ძალის ერთ-ერთ პოლუსად იქცეს და არა სხვისი გავლენის სფეროში პასიურ დამკვირვებლად.
მარკ ლეონარდი ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (ECFR) დირექტორი და თანადამფუძნებელია. მისი ავტორობით გამოიცა წიგნი „გადარჩენა ქაოსში: გეოპოლიტიკა წესების მოშლის ეპოქაში“ (Surviving Chaos: Geopolitics when the Rules Fail” (Polity Press April 2026)
ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი აღსასრულს უახლოვდება. შესაძლოა, ის უკვე მკვდარიცაა. თეთრის სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, სტივენ მილერმა სწორედ ეს იგულისხმა, როცა ნიშნის მოგებით ისაუბრა აშშ-ს ინტერვენციაზე ვენესუელაში და ნიკოლას მადუროს შეპყრობაზე: „ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, რეალურ მსოფლიოში, რომელიც იმართება ძალით, რომელიც იმართება ძალადობით...დასაბამიდან ეს არის ურყევი წესი.”
თუმცა ამერიკის 47-ე პრეზიდენტის სინდისზე კიდევ ერთი მსხვერპლია – დასავლეთის ერთიანობა.

პირველწყარო
ევროპელი ლიდერები თავგამოდებით ცდილობდნენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ვენესუელაში განხორცილებული არალეგალური სამხედრო ოპერაციის თაფლში ამოვლებას და ცდილობდნენ, თვალი აერიდებინათ გრენლანდიასთან დაკავშირებულო თავხედურ მოთხოვნებისათვის. თუმცა, ევროპის მოქალაქეებმა უკვე დაასკვნეს, რომ ვაშინგტონი უფრო მტერია, ვიდრე მოყვარე.
სწორედ ესაა ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოში მომუშავე ჩემი კოლეგებისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევითი პროექტის, ‘ევროპა და ცვალებადი მსოფლიოს’ მიერ 2025 წლის ნოემბერში ჩატარებული გამოკითხვის ერთერთი მთავარი მიგნება.
21 ქვეყანაში 26,000 ადამიანი გამოვკითხეთ. ექვსიდან მხოლოდ ერთი რესპოდენტი მიიჩნევს აშშ-ს მოკავშირედ მაშინ, როცა ხუთიდან ერთი მას მეტოქედ ან მოწინააღმდეგედ აღიქვამს. გერმანიაში, საფრანგეთსა და ესპანეთში ეს რიცხვი აღწევს 30 პროცენტს, ხოლო შვეიცარიაში – რომელიც ტრამპმა მაღალი ტარიფების დაწესებით დაჩაგრა — ამგვარად 39 პროცენტი ფიქრობს.
აშშ-სადმი მხარდაჭერის მკვეთრი შემცირება მთელს კონტინენტს მოედო, თუმცა საინტერესოა, რომ პარალელურად იცვლება სხვა ქვეყნების მიერ ევროპის აღქმაც.
ტრამპის საგარეო პოლიტიკას დევიზია ‘ამერიკა უპირველეს ყოვლისა’ და მას ჩვევია ევროპის ინტერესების განზე გაწევა. თუმცა ეგებ სწორედ ამის გამოც, ახლა სხვა ქვეყნები ევროკავშირს სუვერენულ გეოპოლიტიკური მოთამაშედ აღიქვამენ და არა აშშ-ს დანამატად.
ეს ცვლილება განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს რუსეთში, სადაც შემცირდა ამომრჩევლების მტრული დამოკდებულება აშშ-ს მიმართ: ორი წლის წინ თუ რუსების 64% აღიქვამდა აშშ-ს მოწინააღმდეგედ, ამჟამად მათი წილი 37 პროცენტს არ სცდება. სამაგიეროდ, რუსების ბრაზი ახლა ევროპის მიმართაა გაზრდილი - ევროკავშირს 72 პროცენტი ამჟამად მიიჩნევს მეტოქედ, მაშინ, როცა შარშანდელი მაჩვენებელი 69 პროცენტი იყო.
ვაშინგტონის პოლიტიკის ცვლილება რუსეთის მიმართ ასევე გულისხმობს უკრაინის მიმართ მათ მიერ გატარებული პოლიტიკის გადახედვასაც. თუკი ადრე უკრაინელები აშშ-ს ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირედ აღიქვამდნენ, ამჟამად ევროპას შეჰყურებენ მხარდაჭერისთვის ანუ ისინი ერთმანეთისაგან მიჯნავენ აშშ-სა და ევროპის პოლიტიკას. გამოკითხულთა თითქმის ორი მესამედი ელის, რომ მათი ქვეყნის ურთიერთობა ევროკავშირთან გაძლიერდება, მხოლოდ ერთი მესამედი თვლის ამბობს იმავეს აშშ-ზე.
ევროპის გარეთაც, ტრამპის პრეზიდენტობის პირველი წლის ყველაზე დიდი გრძელვადიანი შედეგი არის ის, რომ მან ადამიანები დააშორა აშშ-ს, გააჩინა პეკინის გავლენის ზრდის მოლოდინი და უბიძგა ჩინეთთან დაახლოვებისკენ. სამხრეთ აფრიკიდან დაწყებული, ბრაზილიითა და თურქეთით დამთავრებული, მოქალაქეების უმრავლესობა ელის, რომ მათი ქვეყნის ურთიერთობა ჩინეთთან მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გაღრმავდება. ამ ქვეყნებში სულ უფრო მეტი რესპოდენტი ხედავს მოკავშირედ პეკინს და არა ვაშინგტონს .
უფრო კონკრეტულად, სამხრეთ აფრიკასა და ინდოეთში – ორ ქვეყანაში, რომლებიც ტრამპის ტარიფების სამიზნედ იქცნენ – თვალშისაცემია განწყობების ცვლილება გასულ წელთან შედარებით. 2024 წლის ბოლოს, ინდოელთა დიდი უმრავლესობა, 84 პროცენტი ფიქრობდა, რომ ტრამპის გამარჯვება კარგ ამბავი იყო მათი ქვეყნისთვის, ამჟამად ასე მოფიქრალთა წილი მხოლოდ 53 პროცენტია.
ეს გამოკითხვა ტრამპის ვენესუელაში ინტერვენციამდე და მის მიერ გრენლანდიის შესახებ გაკეთებულ განცხადებებამდე ჩატარდა, თუმცა მაშინ, როცა ყველაზე ახლო მოკავშირეები შფოთავენ იმაზე, რომ აშშ-ს მტაცებლური პოლიტიკის მსხვერპლად შეიძლება იქცნენ, ქვეყნების აშშ-სგან დაშორების და ჩინეთთან დაახლოების ტენდენცია, და ევროპის გაცალკევება მისი ტრანსატლანტიკური პარტნიორისგან სავარაუდოდ კიდევ უფრო დაჩქარდება.
ამასობაში ტრამპის აგრესიის პირისპირ მყოფი ევროპელი ლიდერები უსასოოდ არიან მათ მოულოდნელად უწევთ აღიარება, რომ ატლანტიკის ოკეანე უფსრკულად იქცა. მათ პირად რეაქციებსა და საჯარო განცხადებებს შორის იმავე ზომის უფსრულია.
ჩვენმა გამოკითხვამ დადებითი სიახლეც გამოავლინა. ლიდერების თავშეკავებულობის მიუხედავად ევროპის მოქალაქეები კარგად ერკვევიან მსოფლიოში არსებულ ვითარებაში და მხარს უჭერენ იმგვარ ქმედებებს, რომლებმაც ბებერი კონტინეტის მდგომარეობა უნდა გამოასწოროს.
მათ არ ახასიათებთ ილუზიები, ტრამპის ხელძღვანელობის ქვეშ აშშ-სგან კარგს არაფერს მოელიან და ხვდებიან, რომ გაცილებით უფრო საშიშ, მულტიპოლარულ სამყაროში ცხოვრობენ. ევროპელების უმრავლესობა მხარს უჭერს თავდაცვის ხარჯების ზრდას, სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენას, და ევროპული ბირთვული შეკავების პერსპექტივასაც კი აღარ უცქერს ისეთი ეჭვით, როგორც აქამდე.
წესებზე დაფუძნებული წესრიგი გავლენის სფერობად დაყოფილი მსოფლიოთი იცვლება, სადაც ძალა ვისაც აქვს, ის აწესებს სამართალს. ასეთ მსოფლიოში, შენ ან პოლუსი ხარ, რომელსაც თავისი გავლენის სფერო აქვს, ანდა პასიური დამკვირვებელი სხვისი გავლენის სფეროში.
დასავლეთი გახლეჩილია, ეს ფაქტია. ევროპელმა ლიდერები კი ყური უნდა მიუგდონ თავიანთ ამომრჩევლებს და უზრუნველყონ, რომ ევროპა პოლუსი იყოს და არა სტატისტი.
თარგმნა ანა ჯობავამ
