NYT: ევროსაბჭოს გენერალური მდივნის წერილი

ალან ბერსე

NYT: ევროსაბჭოს გენერალური მდივნის წერილი

დაახლოებით ერთი წლის წინ, როცა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის
თანამდებობა დავიკავე, ვერც ვიფიქრებდი, რომ ოდესმე მომიწევდა წერილის
დაწერა ამერიკის შეერთებული შტატების შესაძლო სამხედრო ოპერაციაზე
წევრი სახელმწიფოს წინააღმდეგ. თუმცა დღეს ასეთი ვითარებაა.

პირველწყარო

პრეზიდენტმა ტრამპმა დადო პირობა, რომ გრენლანდია – ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოსა და NATO-ს დამფუძნებელი წევრის ნახევრადავტონომიური ტერიტორია – ამერიკის შერთებული შტატების ნაწილი გახდება, და რომ ის ამას მიაღწევს „ნებით იქნება თუ ძალით.“

მისმა განცხადებებმა ამ ტერიტორიის შესახებ დაძაბა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები და ეჭვის ქვეშ დააყენა გრენლანდიელი ხალხის უფლებები, ნება და დემოკრატიული არჩევანი. დღემდე ეს განცხადებები საუბარს არ გაცდენია, თუმცა ვენესუელაში მომხდარი ბოლო მოვლენები მიანიშნებს , თუ რამდენად სწრაფად შეიძლება იქცეს სიტყვები მკაცრ ქმედებად.

ბატონმა ტრამპმა ასევე თქვა , რომ მას ზღუდავს მხოლოდ “მისი მორალი” და არა საერთაშორისო სამართალი და ამგვარად ხელი აუქნია იმ სამართლებრივ წესრიგს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამკვიდრდა.

ევროპის საბჭო, რომელიც აერთიანებს 46 წევრ სახელმწიფოს, მათ შორის ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს, როგორიცაა ბრიტანეთი და თურქეთი, ამ ომიდან იშვა. ის დაეფუძნა იდეას, რომ ადამიანების ღირსება, უფლებები და სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობა სამართალმა უნდა დაიცვას და არა შიშველმა ძალამ. როცა მძლავრი სახელმწიფო, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ომისშემდეგომი სამართლებრივი წესრიგის ჩამოყალიბებაში, ღიად აყენებს ეჭვქვეშ საერთაშორისო სამართლის აუცილებლობას, ის ამით არყევს საძირკველს, რომლის გამყარებასაც ათწლეულების ძალისხმევა დასჭირდა.

იყო დრო, როცა დემოკრატია, მულტილატერალილზმი და ანგარიშვალდებულება ედო საფუძვლად ომისშემდგომ წესრიგს განსაზღვრავდნენ. ამ სიტყვების გაგონებაზე დღეს ხშირად მოვისმენთ, რომ ეს ცნებები ელიტისტურია, "ვოუქი" ან სულაც მკვდარი. ატლანტიკის ორივე მხარეს მყოფებმა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, გვსურს თუ არა ცხოვრება მსოფლიოში, სადაც დემოკრატია მიიჩნევა სისუსტედ, სიმართლე მოსაზრებად, სამართლის გამოყენება მოქმედების ერთ-ერთი ვარიანტია.

დანიის სუვერენიტეტი გრენლანდიაზე, რომელსაც თან ახლავს გრენლანდიის ფართო თვითმმართველობა, კანონით არის დადგენილი. ის ეფუძნება დანიის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. მისი მიზანია სტაბილურობისა და კანონიერების უზრუნველყოფა, რითაც იცავს და არ ზღუდავს, გრენლანდიის მიერ საკუთარი მომავლის განსაზღვრის დემოკრატიულ უფლებას.

ტრამპის ადმინისტრაციის ძირითადი არგუმენტი გრენლანდიის შემოერთების სასარგებლოდ ეფუძნება ეროვნული უსაფრთხოების ლიგიტიმურ ინტერესს, თუმცა ამერიკის შერთებული შტატების სამხედრო ძალები უკვე არიან განლგებული გრენლანდიაში პიტუფიკის კოსმოსურ ბაზაზე . არსებული ხელშკრულებების ფარგლებში, აშშ-ს შეუძლია თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გაფართოება დანიის სუვერენიტეტის ხელყოფის, კოპენჰაგენის ან ნუუკის თანხმობის მიღების, და ტერიტორიის გადაცემის გარეშე.

ეს მიანიშნებს იმაზე, რომ პრობლემა სხვაგან არის.

ჩვენ მომსწრენი ვართ ძველი სტრატეგიული ხედვის დაბრუნების: ბრუნდება ცივის ომის დროინდელი აზროვნება, რომელიც gეოგრაფიას აღიქვამდა ბედისწერად, გავლენას - ექსკლუზიურად, დამოუკდებლობას კი სტრატეგიულ რისკად და არა დემოკრატიულ არჩევანად. არსებობს შიში, რომ დამოუკიდებელი გრენლანდია ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება რუსეთის ან ჩინეთის ორბიტაზე აღმოჩნდის, რაც მათი სამხედრო არსენალის ამერიკის მისადგომებთან მოახლოებას ნიშნავს. ეს შეიძლება იქცეს ღორების ყურის არქტიკულ რეინკარნაციად.

ეს გავლენის სფეროების ლოგიკაა, მონროს დოქტრინის ექო, რომელიც აშკარად ჩანს გასულ კვირას კონგრესის წარმომადგენლის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებაში, რომელშიც გრენლანდიის ანექსიის აუცილებლობა ჩინეთთან და რუსეთთან დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების თემატიკას უკავშირდება. მსგავს ლოგიკას ექვემდებარება აშშ 2025 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც დეკემბერში გამოიცა და აშშ სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს ანიჭებს უპირატესობას მრავალმხრივ ნორმებსა და კოლექტიურ უსაფრთხოებასთან შედარებით.

ევროპამ უნდა იმოქმედოს თავისი იურიდიული ჩარჩოს დასაცავად და ევროპის საბჭო მზადაა, თავისი წილი საქმე შეასრულოს. ხალხთა უფლება, განაგონ საკუთარი მომავალი, საერთაშორისო სამართლის დაცვა და სუვერენული უფლებების დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ჩვენი უსაფრთხოების და ჩვენი ღირებულებების საძირკველია.

კრიზისისას, ევროპა ხშირად ეროვნული დედაქალაქების სახელით საუბრობს და არა ერთხმად, როგოც ეს ნათელი გახდა ამასწინათ გამოქვეყნებულ განცხადებაზე გრენლანდიის შესახებ, რომელსაც ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოს მეთაურმა მოაწერა ხელი. ეს პოლიტიკური რეალობაა, რაც ხაზს უსვამს კოლექტიური მანდატის მქონე საერთაშორისო სამართლებრივი ორგანიზაციების მნიშვნელობას. ევროპის საბჭოს მიერ ჩატარებული სამუშაო უკრაინაში აგრესიისთვის ანგარიშვალდებულების მექანიზმის შესამუშავებლად, მათ შორის ზიანის რეესტრისა და კომპენსაციების საერთაშორისო კომისიის სახით გვიჩვნებს, რომ სამართალს ჯერაც შეუძლია საერთაშორისო დონეზე მოქმედების სტრუქტურირება პოლიტიკური ფრაგმენტაციის პირობებში.

არქტიკასაც მსგავსი მიდგომა სჭირდება. ევროპის საბჭო მზადაა, დაეხმაროს დანიასა და გარენლანდიას სამართლებრივი და ინსტიტუციური თანამშრომლობის გზით. თუკი ევროპა ერთიან სამართლებრივი და პოლიტიკური ხედვით არ წარდგება, ვაკუუმს სხვები შეავსებენ და უსაფრთხოებას კანონიერების ჩარჩოდან სტრატეგიული ზეწოლის ჩარჩოში გადაიტანენ.

საქმე მხოლოდ გრენლანდიის სუვერენიტეტს კიარა, ნდობას ეხება. ალიანსები განჭვრეტადობას ეყრდონობა და მოლოდინს, რომ ძალა - მით უფრო, მოკავშირის ძალა - კანონითაა შეზღუდული. თუკი საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფა შეგვიძლია, როცა გვაწყობს, მაშინ ნდობა იკარგება. თუკი სტრატეგიული გათვლების გამო გრენლანდიაში სუვერენიტეტს ყურადღებას არ აქცევს, როგორ იწამებს ევროპა აშშ-ს სიტყვებს სხვა რეგიონებთან მიმართებაში?

როცა ევროპა სუვერენიტეტის პატივისცემას და ანგარიშვალებულებას ითხოვს, ეს პოზა არაა. ამით ვიცავთ იმას, რაც ევროპასაც აძლიერებს და ამერიკასაც. თუკი ამ პრინციპებს უგულვებელვყოფთ, შეიქმნება სახიფათო პრეცედენტი, რომელსაც შეუძლია ტრანს-ატლანტიკური კავშირის გაწყვეტა და იმ ფუნდამენტის შერყევა, რომელზეც ყველანი ვდგევართ.

საერთაშორისო სამართალი ან საყოველთაოა ანდა აზრსაა მოკლებული. გრენლანდიაში გამოჩნდება, რომელი ავირჩიეთ.