ტექსტზე გადასვლა

კრიზისი, კონტროლი, ლაშქრობა

რა მეთოდით მუშაობს რუსული პროპაგანდის მანქანა

კრიზისი, კონტროლი,  ლაშქრობა
კრემლის პროპაგანდის მანქანა კრიზისებზე ერთნაირი სქემით პასუხობს. ილუსტრაცია: მოამბე/დიანა ხაბეიშვი

2024 წლის აგვისტოში, როდესაც უკრაინულმა ძალებმა რუსეთის კურსკის ოლქში მოულოდნელი ოპერაცია წამოიწყეს, რუსეთის საინფორმაციო სისტემას ერთიანი პასუხის შესამუშავებლად რამდენიმე საათი დასჭირდა. სახელმწიფო მედიამ კონსოლიდირებული ნარატივის შექმნა დაახლოებით შვიდ საათში მოახერხა, ხოლო კრემლის კოორდინირებული პოზიცია 18 საათზე მეტი ხნის შემდეგ გამოჩნდა მედიაში. ამ შუალედში Telegram-ზე უკვე ვრცელდებოდა ურთიერთისაგან განსხვავებული ვერსიები, რომელთა საშუალებითაც მოსახლეობის განწყობის მოსინჯვა ხდებოდა. რამდენიმე დღის განმავლობაში კი კრიზისის ირგვლივ გავრცელებულმა პროპაგანდისტულმა გზავნილებმა უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ მორალური და ცივილიზაციური დაპირისპირების სახე მიიღეს. ეს შემთხვევა ცხადად მოწმობს, რომ თანამედროვე რუსული პროპაგანდის უმთავრეს იარაღად, ცრუ ინფორმაციასთან ერთად, დროის ფაქტორის სათანადოდ გამოყენებაც იქცა.

ნატო-ს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის კვლევა „კრიზისი, კონტროლი, ჯვაროსნული ომი: რუსეთის პროპაგანდის არქიტექტურა“ ცხადყოფს თუ როგორ იყენებს რუსეთის პროპაგანდის თანამედროვე არქიტექტურა კრიზისის პირველ საათებს ნარატივების მოსინჯვის, შეჯერებისა და საბოლოოდ განმტკიცებისათვის. ეს პროცესი ორ ურთიერთდაკავშირებულ მოდელშია გაერთიანებული:

  • „კრიზისი → კონტროლი → ლაშქრობა“ (Crisis → Control → Crusade (3C) აღწერს ნარატივის გარდაქმნოს დინამიკას, ხოლო
  • „დაყოვნება → ტესტირება → კონსოლიდაცია → რეზონანსი“ (Delay → Test → Consolidate → Amplify (DTCA) ხსნის იმ მექანიზმს, რომლის ძალითაც ნარატივი მოქმედებას იწყებს.

კრიზისი → კონტროლი → ლაშქრობა: რუსეთის კრიზისული კომუნიკაციის სამი ფაზა

„კრიზისი → კონტროლი → ლაშქრობა“ (Crisis → Control → Crusade (3C) სქემატურად აღწერს რუსეთის საინფორმაციო რეაქციას კრიზისის დასაწყისიდან მის საბოლოო მორალურ და იდეოლოგიურ განმარტებამდე. ამ მოდელის თანახმად, მოულოდნელი მოვლენა თავდაპირველად საინფორმაციო დეზორგანიზაციას წარმოშობს, რის შემდეგაც სისტემა ცდილობს ამ გაურკვევლობის მართვასა და ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებების ერთ ნარატივად შეკვრას, ბოლოს კი ცალკეულ მოვლენას უფრო ფართო, მორალური თუ ცივილიზაციურ დაპირისპირების კონტექსტში აქცევს.

პირველი ფაზა, „კრიზისი“, დაახლოებით 0-18 საათს მოიცავს. ამ პერიოდში საინფორმაციო სივრცე დეზორგანიზებულია, ოფიციალური გზავნილი ჯერ კიდევ საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის და სხვადასხვა მოქმედი პირი მოვლენას სხვადასხვაგვარად განმარტავს. ეს ეტაპი ხასიათდება ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებით. არაფორმალური საინფორმაციო არხები (სოციალური მედია, ინფლუენსერები, ტელეგრამი...) ოფიციალურებზე უფრო აქტიურად არიან ჩართული და სწრაფად რეაგირებენ.

ეს სტატია მხოლოდ ხელმომწერებისთვისაა

გამოწერა
დაამატე ევროპის მოამბეGoogle-ზე