ალის ვაიდელის პარადოქსი
ცისფერი თვალების გამჭოლი მზერა, შეკრული ქერა თმა, კლასიკური პერანგი, ხშირად პიჯაკიც, მარგალიტის მძივი, საუბრის მკაცრი, შიგადაშიგ ცინიკური ტონი – ასეთად იცნობენ გერმანელები ალის ვაიდელს (Alice Weidel), რომელიც პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) უძღვება და ევროპელი მემარჯვენე პოპულისტების ერთ-ერთ იმედადაც ითვლება. სულ უკანასკნელ ხანებში ვაიდელი კვლავაც მოხვდა მსოფლიო მედიის ყურადღებიც ცენტრში, როცა მას