ქაოსის რუსი ოსტატები სომხეთს უტევენ

კოორდინირებული საინფორმაციო კამპანია ძალას იკრებს

ქაოსის რუსი ოსტატები სომხეთს უტევენ

საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სომხეთში კოორდინირებული საინფორმაციო კამპანიები გამოცოცხლდა. 2026 წლის აპრილიდან, სომხეთში დამკვირვებლებმა დააფიქსირეს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ერთმანეთის მსგავსი პოსტები და „სკანდალური მასალები.“ ერთი ტიპის გზავნილები გაჩნდა თითქმის ყველა სოციალურ პლატფორმაზე: ტექსტი არსობრივად იგივეა, იცვლება მხოლოდ ფორმულირება ან ვიზუალური გაფორმება.

მალევე ნათელი გახდა, საქმე გვაქვს კარგად ორგანიზებული სქემასთან, რომლის მიზანია ისეთი განცდა შეუქმნას სომხეთის მოქალაქეებს, თითქოს ქვეყანა უცხოური კონტროლის, პოლიტიკური დესტაბილიზაციისა და მოახლოებული ქაოსის წინაშე იდგეს. კამპანია ცდილობს არჩევნების ლეგიტიმურობისა და ქვეყნის საგარეო კურსის მიმართ უნდობლობა გააღვივოს.

რას ეუბნებიან სომხეთის მოქალაქეებს ეს უჩინარი ხმები? ანალიტიკოსები რამდენიმე ტენდენციაზე მიუთითებენ.

„სომხეთი საკუთარ სუვერენიტეტს კარგავს“

მთავარი გზავნილია, რომ ფაშინიანის მთავრობა უცხოური ძალების ინტერესებს ეროვნულ ინტერესებზე მაღლა აყენებს, რის გამოც სომხეთი თანდათან გარე მოთამაშეების კონტროლსქვეშ ექცევა. საუბრობენ როგორც ზოგადად სუვერენიტეტის, ისე უფრო კონკრეტულად, ბუნებრივი რესურსების „დაკარგვის“ თაობაზე.

მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ცნობა ამტკიცებდა, რომ ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია BlackRock-მა შიკაჰოღის ნაკრძალის 33% შეიძინა. სხვა პოსტები ირწმუნებოდა, რომ სომხეთის სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოურ კორპორაციებზე იყიდებოდა, ხოლო ქვეყანა „სოციალური ექსპერიმენტების პოლიგონად“ იქცა.

ფაშინიანი, როგორც „დასავლეთის პროექტი“

მეორე გზავნილი პირადად პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და მისი გარემოცვის წინააღდეგაა მიმართული. ვრცელდება ჭორები, რომ პრემიერი და მისი ახლობლები უცხოეთში ქონებას ფლობენ და დასავლეთის მიერ ფინანსდებიან.

ამგვარ ამბები უფრო სანდოდ რომ გამოიყურებოდეს, „საგამოძიებო სტატიები“, ცნობილი დასავლური მედია-საშუალებების - Reuters-ის, CNN-ის, Der Spiegel-ისა - გაყალბებული გვერდებიდან ვრცელდებოდა. კამპანიის ავტორებმა იციან, რომ რუსული ანდა ოპოზიციასთან დაკავშირებული არხებიდან ასეთი მასალების გავრცელებას მკითხველი ეჭვით შეხედავს, ამიტომაც დასავლური მედიის პრესტიჟს იყენებენ დისკრედიტაციისთვის, ეგება და მოქალაქის აღქმაში ეჭვმა დაიბუდოს.

„არჩევნები უკვე გაყალბებულია“

თავად საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობა კიდევ ერთი სამიზნე გახდა. ამომრჩეველს უჩიჩინებენ, თითქოს 2026 წლის არჩევნების შედეგები წინასწარ არის განსაზღვრული, რადგასნ დასავლური აქტორები უშუალოდ ერევიან სომხეთის შიდა საქმეებში. ვრცელდება ჭორები, რომ Facebook მასობრივად ბლოკავს სომხური დიასპორის ოპოზიციურად განწყობილი წარმომადგენლების ანგარიშებს. ევროკავშირის ახალ სადამკვირვებლო მისიას ეს გზავნილები პირდაპირ ადანაშაულებს მოსალოდნელ „საარჩევნო ფალსიფიკაციაში.“

ამგვარ გზავნილებს ორი ძირითადი ამოცანა აკისრია: ერთია ამომრჩევლების დემობილიზაცია, ეგებ და ფაშინიანის ნაკლები მხარდამჭერი მოვიდეს საარჩევნო ყუთებთან. მეორე ამოცანაა, პოსტ-საარჩევნო არეულობისთვის ნიადაგის შექმნა.

„ტრადიციული ღირებულებების“ დაცვია

კიდევ ერთი მიმართულება არის LGBT+ თემატიკის გამოყენება. სომხეთის ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ „ტრადიციული ღირებულებების ღალატში“ და „დასავლური სოციალური ექსპერიმენტების“ მხარდაჭერაში. მსგავსი თემები საინფორმაციო ოპერაციებში განსაკუთრებით ეფექტიანად მიიჩნევა, რადგან ისინი ძლიერ ემოციურ რეაქციებს იწვევს. ღირებულებითი საკითხები უკეთ ემსახურება საზოგადოების გახლეჩას, ვიდრე მაგალითად, გაცილებით მნიშვნელოვანი სოციო-ეკონომიკური პრობლემები.

„რუსეთთან ომი ახლოვდება“

საინფორმაციო კამპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი უსაფრთხოების თემებს ეხება. ვრცელდება მტკიცებები, თითქოს უკრაინელი ოლიგარქები ფაშინიანს აფინანსებენ ან რომ სომხეთში უკრაინული ტექნოლოგიებით დრონების საწარმოები შენდება. ასეთი გზავნილები, ასევე ამტკიცებენ, რომ საფრანგეთი სომხეთს რუსეთთან კონფლიქტისკენ უბიძგებს; ან ყალბი ამბები, თითქოს ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ Institute for the Study of War (ISW) გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც სომხეთი რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება.

ამგვარი პროპაგანდა ბოლო კვირებსა და დღეებში აღმავალი დინამიკით ვითარდება და უკვე დაერთო ისეთი პრაქტიკული და სიმბოლური ჟესტები მოსკოვის მხრიდან, როგორიცაა სოფლის მეურნეობის და მეღვინეობის პროდუქტებზე ემბარგო, რუსეთის ელჩის გაწვევა ერევნიდან კონსულტაციებისთვის, ოფიციალური პირების მიერ რიტორიკის ესკალაცია, რაც ვლადიმირ პუტინის განცხადებით დასრულდა, რომელმაც სომხეთში მიმდინარე ამბები უკრაინის ომის პრელუდიას პირდაპირ შეადარა.

თარგმნა და დაამუშავა მეგი ბენიამ

წყარო: https://civilnet.am/en/news/1011917

წაიკითხეთ მეტი

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

კვლავაც კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო! წინა ნომერში გიყვებოდით, რომ ბრიუსელი შვებულებაში მიდიოდა და მხოლოდ მისი “საზაფხულო რაზმი” რჩებოდა სამუშაოდ. იმასაც ვამბობდით, რომ კრიზისები შვებულებას არ იღებენ ხოლმე, ასეც მოხდა. ეს კვირა კონტინენტმა გამოანგარიშებაში გაატარა: სეუტა თავის დაღუპულებს ითვლიდა და გაკვეთილებს სწავლობდა, საფრანგეთი და ესპანეთი გადამწვარ ჰექტრებს, უკრაინა კი - მიუღებელ სარაკეტო

lock-1
წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

აპრილის თბილი დღე იდგა, გენტი-ამსტერდამის გზაზე ანტვერპენის სახელგანთქმულ ნატიფი ხელოვნების სამეფო მუზეუმში (KMSKA) შევიარე. ანტვერპენში ადრეც ვყოფილვარ სტუდენტობისას, მთელი ათი წლით ადრე. მაშინ მუზეუმი სარემონტო სამუშაოებისთვის იყო დაკეტილი, რამაც 11 წელიწადს გასტანა. სიმართლე რომ ვთქვა, იმხანად მუზეუმებს ისედაც ნაკლებად ვეტანებოდი. ამჯერად კი, ამ უმდიდრესი კოლექციით განთქმული მუზეუმის გამოტოვება არ

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

30–31 ივლისს, ათიათასობით ადამიანის მოულოდნელმა შეჭრამ სეუტაში ევროპაში კვლავ გამოაცოცხლა ნაცნობი ეჭვი: თითქოს მაროკომ განზრახ შეასუსტა საზღვრის კონტროლი, რათა ესპანეთზე ზეწოლა მოეხდინა.

lock-1