ბრიტანეთის პრემიერმა ფინანსთა მინისტრი დაითხოვა

ბრიტანეთის პრემიერმა ფინანსთა მინისტრი დაითხოვა
კვარტენგი

რადიკალურ საბიუჯეტო გეგმაზე ფინანსური ბაზრებისა და მოქალაქეების მკვეთრად უარყოფითი რეაქციის კვალობაზე, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს, ლიზ ტრასს, უკანდახევამ მოუწია. დღეს მან ფინანსთა მინისტრი კვაზი კვარტენგი დაითხოვა.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი

ტრასმა და კვარტენგმა საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი რადიკალური საგადასახადო გეგმის განხორციელებაში გაფლანგეს. ტრასის მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა, ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა კი აქტიური ჩარევით ძლივს მოასულიერა ფუნტ-სტერლინგი, რომელიც ცოტაც და ისტორიაში პირველად გაუტოლდებოდა დოლარს. გაფრენილი საპროცენტო განაკვეთების მოთოკვაც რთული აღმოჩნდა.

ტრასი ახლა ცდილობს ბაზრები დაარწმუნოს, რომ "ფისკალური დისციპლინა" აღსდგება, ეგებ და ამით რამენაირად პრემიერის პოსტი შეინარჩუნოს.

  • ტრასის და კვარტენგის გეგმა თეტჩერისებური შოკური ეკონომიკური პოლიტიკის გატარება იყო, ეკონომიკური ზრდის წასახალისებლად.
  • საბიუჯეტო წინადადებით ბიზნესისთვის 48 მილიარდი დოლარის ექვივალენტის გადასახადები უნდა შემცირებულიყო, მოქალაქეებს კი ენერგომატარებლების მზარდი ფასების დასაფარად რეკორდულივე დახმარება უნდა მიეღოთ.
  • ამ გეგმის ფაცი-ფუცით მომზადებამ და ჩვეული, სათანადო განხილვისა და კონტროლის გარეშე წარდგენამ ბაზრები დააფრთხო.
  • ექსპერტების თქმით, ბაზრებმა ტრასის მოქმედებაზე ისეთი რეაქცია მოახდინეს, როგორც ახალბედა, არასტაბილური დიდი ქვეყნების შემთხვევაში მოიქცეოდნენ - საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა, ფუნტი კი დაეცა. როცა მსგავსი საბიუჯეტო ცვლილებები თავის დროზე დონალდ ტრამპმა ჩაატარა, საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა, დოლარი კი გამყარდა ეკონომიკური ზრდის მოლოდინით. ტრამპისგან განსხვავებით, ჩანს, ტრასის კაბინეტს არც ბაზრები ენდნენ და არც მოქალაქეები.

ახლა რას აპირებენ?

დღეს, პარასკევს, ტრასმა განაცხადა, რომ დაგეგმილის საპირისპიროდ, კორპორაციულ გადასახადებს აწევს და ბორის ჯონსონის პოლიტიკას გააგრძელებს:

  • კორპორაციული გადასახადი 19-დან 25 პროცენტამდე აიწევს;
  • მთავრობა აღარ შეუმცირებს გადასახადებს ყველაზე მდიდარ საწარმოებს, როგორც ეს დაგეგმილი იყო;
  • ბაზრების დასამშვიდებლად, ფინანსთა მინისტრის პორტფელს უფრო ზომიერი ჯერემი ჰანტი ჩაიბარებს, რომელიც ადრე ტერეზა მეის კაბინეტში იყო საგარეო მინისტრის თანამდებობაზე.

ერთი პატარა ინტრიგა იმანაც შემოიტანა, რომ კვარტენგი ჯერ კიდევ ხუთშაბათს არხეინად იყო და "არსად წასვლას ვაპირებო" უთხრა ჟურნალისტებს, თუმცა შემდეგ ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდში შეხვედრები შეწყვიდა და ლონდონში ჩამოქანდა.

ტრასის თქმით: "აშკარაა, რომ ჩვენი მინი ბიუჯეტის გარკვეული ელემენტები ბაზრის მოლოდინზე სწრაფად და უფრო ღრმად წავიდა, ამიტომ ჩვენი ამოცანა ახლა უნდა შეიცვალოს - ბაზრები უნდა დავამშვიდოთ და ფისკალური დისციპლინისადმი ერთგულება ვუჩვენოთ."

კვარტენგის ბოლო სიტყვა: " როცა პორტფელი ჩამაბარეთ, სრულად ვაცნობიერებდი, რომ ვითარება საოცრად რთული იყო, გლობალური მასშტაბით საგადასახადო განაკვეთებიც იზრდებოდა და ენერგიის საფასურიც," - ასე მისწერა კვარტენგმა ტრასს გადადგომის წერილში, რომლის გაგზავნაც დანიშვნიდან ექვს კვირაზე ადრე მოუწია. ბოლოს კი დაამატა: "ჩვენ ბევრი წელია მეგობრები და კოლეგები ვართ. ამ ხნის განმავლობაში თქვენი გულმოდგინებისა და მიზანსწრაფულობის არაერთი საბუთი მიხილავს. მჯერა, თქვენი ხედვა სწორია."

წაიკითხეთ მეტი

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

კვლავაც კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო! წინა ნომერში გიყვებოდით, რომ ბრიუსელი შვებულებაში მიდიოდა და მხოლოდ მისი “საზაფხულო რაზმი” რჩებოდა სამუშაოდ. იმასაც ვამბობდით, რომ კრიზისები შვებულებას არ იღებენ ხოლმე, ასეც მოხდა. ეს კვირა კონტინენტმა გამოანგარიშებაში გაატარა: სეუტა თავის დაღუპულებს ითვლიდა და გაკვეთილებს სწავლობდა, საფრანგეთი და ესპანეთი გადამწვარ ჰექტრებს, უკრაინა კი - მიუღებელ სარაკეტო

lock-1
წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

აპრილის თბილი დღე იდგა, გენტი-ამსტერდამის გზაზე ანტვერპენის სახელგანთქმულ ნატიფი ხელოვნების სამეფო მუზეუმში (KMSKA) შევიარე. ანტვერპენში ადრეც ვყოფილვარ სტუდენტობისას, მთელი ათი წლით ადრე. მაშინ მუზეუმი სარემონტო სამუშაოებისთვის იყო დაკეტილი, რამაც 11 წელიწადს გასტანა. სიმართლე რომ ვთქვა, იმხანად მუზეუმებს ისედაც ნაკლებად ვეტანებოდი. ამჯერად კი, ამ უმდიდრესი კოლექციით განთქმული მუზეუმის გამოტოვება არ

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

30–31 ივლისს, ათიათასობით ადამიანის მოულოდნელმა შეჭრამ სეუტაში ევროპაში კვლავ გამოაცოცხლა ნაცნობი ეჭვი: თითქოს მაროკომ განზრახ შეასუსტა საზღვრის კონტროლი, რათა ესპანეთზე ზეწოლა მოეხდინა.

lock-1