გერგეი კარაჩონიმ უნგრული ოპოზიციის ლიდერობა დათმო

გერგეი კარაჩონიმ უნგრული ოპოზიციის ლიდერობა  დათმო
კარაჩონი და მარკი-ზაი

რა მოხდა?

ვიქტორ ორბანის მმართველობის შესარყევად ოპოზიციის ფალავნის შესარჩევ კონკურსს გამოეთიშა ბუდაპეშტის მერი გერგეი კარაჩონი, რომელსაც წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ.

რა უძღოდა ამას წინ?

ოპოზიციის შიდა კონკურსის პირველი ტურის შედეგად, ლიდერობა დემოკრატიული კოალიციის ლიდერმა, მემარცხენე კლარა დობრევმა მოიპოვა, მეორეზე კარაჩონი გავიდა, ხოლო მესამეზე - სამხრეთ უნგრეთის პატარა ქალაქ ჰედმეზოვაშარჰეის მერი, მემარჯვენე პეტერ მარკი-ზაი. სწორედ ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მოხსნა კანდიდატურა კარაჩონიმ მეორე ტურის წინ.

მოტივები?

8 ოქტომბერს, ბუდაპეშტში, პარლამენტთან მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე კარაჩონის უთქვამს, მარკი-ზაის მემარჯვენე ორბანის წინააღმდეგ როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე ამომრჩევლების თავმოყრა ჩემზე უკეთ შეუძლიაო. იგულისხმებოდა, რომ ქალბატონი კლარა დობრევი ორბანის მოწინააღმდეგეების გაერთიანებას ვერ შეძლებდა.

საქმე ისაა, რომ ქალბატონი დობრევი წარსულში სოციალისტური პარტიის და ამჟამად დემოკრატიული კოალიციის ლიდერის, ფერენც გიურჩანის თანამეცხედრეა. სწორედ გიურჩანმა დაკარგა პოპულარობა 2004-09 წლებში პრემიერობისას, რითაც ორბანს გაუხსნა გზა. ექსპერტების თქმით, ამიტომაც არ სურს კარაჩონის, ბატონ ორბანს ოპოზიციიდან დობრევი შეერკინოს.

[toggle title="ლირიკული გადახვევა" state="close"] გიურჩანი ბევრ უნგრელს ახსოვს ცუდად, ჯერ კიდევ 2006 წელს, სოციალისტური პარტიის კონგრესზე სკაბრეზული გამოსვლის გამო. ამ კონგრესზე, რომელიც წესით დახურული უნდა ყოფილიყო, გიურჩანის უკიდურესად ვულგარული და შეურაცხყოფელი სიტყვებით აღსავსე გამოსვლა ჰქონდა: უნგრეთს „დედააფეთქებული ქვეყანა“ და ალალად აღიარა, ჩვენი პარტია ამომრჩეველს ატყუებდა და ვერც ვერაფერს მივაღწიეთ ეს წლებიო. ამ გამოსვლამ მედიაში გაჟონა, რასაც მაშინ ბუდაპეშტში დიდი არეულობა და პოლიტიკური კრიზისი, 2010 წელს კი გიურჩანის მემარცხენეების მწარე მარცხი და ორბანის ტრიუმფალური გამარჯვება მოჰყვა.[/toggle]

რა მოხდება ახლა?

ოპოზიციის კონკურსის მეორე ტური 10-16 ოქტომბერს გაიმართება. საპარლამენტო არჩევნები კი გაისად. უცნობია, რამდენად ენდობა ამომრჩეველი მარკი-ზაის.

თუკი ოპოზიციის მედროშე მართლაც მარკი-ზაი გახდა, ორბანის პარტია ფიდესს გაისად თავსატკივარი ელის: მას მარჯვნიდან ისეთი მეტოქე გამოუჩნდებათ, რომელმაც მცირე ქალაქებისა და სოფლების სატკივარი კარგად უწყის, არადა ფიდესის მთვარი სიძლიერეც აქაა. ვარაუდობენ, რომ ორბანის პარტია, რომელსაც ხელისუფლების შესანარჩუნებლად იდეოლოგიური ფლანგების შეცვლას არ ერიდება,  ლიბერალების და მემარცხენეების ხმების მომხრობას, ან, სულმცირე, მათ თვალში მარკი-ზაის შერცხვენას შეეცდება.

წაიკითხეთ მეტი

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

კვლავაც კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო! წინა ნომერში გიყვებოდით, რომ ბრიუსელი შვებულებაში მიდიოდა და მხოლოდ მისი “საზაფხულო რაზმი” რჩებოდა სამუშაოდ. იმასაც ვამბობდით, რომ კრიზისები შვებულებას არ იღებენ ხოლმე, ასეც მოხდა. ეს კვირა კონტინენტმა გამოანგარიშებაში გაატარა: სეუტა თავის დაღუპულებს ითვლიდა და გაკვეთილებს სწავლობდა, საფრანგეთი და ესპანეთი გადამწვარ ჰექტრებს, უკრაინა კი - მიუღებელ სარაკეტო

lock-1
წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

აპრილის თბილი დღე იდგა, გენტი-ამსტერდამის გზაზე ანტვერპენის სახელგანთქმულ ნატიფი ხელოვნების სამეფო მუზეუმში (KMSKA) შევიარე. ანტვერპენში ადრეც ვყოფილვარ სტუდენტობისას, მთელი ათი წლით ადრე. მაშინ მუზეუმი სარემონტო სამუშაოებისთვის იყო დაკეტილი, რამაც 11 წელიწადს გასტანა. სიმართლე რომ ვთქვა, იმხანად მუზეუმებს ისედაც ნაკლებად ვეტანებოდი. ამჯერად კი, ამ უმდიდრესი კოლექციით განთქმული მუზეუმის გამოტოვება არ

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

30–31 ივლისს, ათიათასობით ადამიანის მოულოდნელმა შეჭრამ სეუტაში ევროპაში კვლავ გამოაცოცხლა ნაცნობი ეჭვი: თითქოს მაროკომ განზრახ შეასუსტა საზღვრის კონტროლი, რათა ესპანეთზე ზეწოლა მოეხდინა.

lock-1