ევროპარლამენტმა ჩეხეთის პრემიერი ოლიგარქიული ქცევისთვის დატუქსა

ევროპარლამენტმა ჩეხეთის პრემიერი ოლიგარქიული ქცევისთვის დატუქსა
andrej babis

რაო?

ევროპარლამენტმა 505 ხმით 30-ის წინააღმდეგ (155-მა თავი შეიკავა) დატუქსა ჩეხეთის პრემიერი ანდრეი ბაბიში ევროკავშირის ფონდების საკუთარი კომპანიის ჯიბეში გადაქაჩვისთვის.

უფრო ზუსტად?

ბაბიშის სასოფლო-სამეურნეო კომპანია "აგროფერტი" ევროკავშირის სუბსიდიებს დიდი რაოდენობით იღებდა თურმე, ზოგს პირდაპირ, ზოგს კი ჩეხეთის ბიუჯეტის გავლით.

რა უნდა პარლამენტს?

ფულის ამგვარი გადაქაჩვა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, კომპანიამ უკანონოდ მიღებული სუბსიდიები აანაზღაუროს, პრემიერმა ბაბიშმა კი ინტერესთა კონფლიქტი გადაჭრასო.

რატომაა ეს დიდი ამბავი?

კანონიერების დაცვის თვალსაზრისით სხვა ქვეყნებს ეგებ უფრო სერიოზული პრობლემები აქვთ, ვიდრე ჩეხეთს. სწორედ ამ საბაბით, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიის ჯგუფის გავლენის ქვეშ მყოფი  "ევროპული განახლების" ფრაქციის დეპუტატებმა თავი შეიკავეს ამ კენჭისყრაში მონაწილეობისგან. თუმცაღა სოფლის მეურნეობისათვის გამოყოფილი ფული ევროკავშირის ერთ-ერთი უდიდესი ფონდია. ამ ქისაში ხელს ბაბიში საკმაოდ უგვანოდ აფათურებდა: ფონდების რაოდენობაზე და მათ განაწილებაზეც ახდენდა გავლენას ევროკავშირში (როგორც ჩეხეთის პრემიერი) და ჩეხეთის ბიუჯეტში ჩარიცხული ამ ფულის გადანაწილებაზეც. ევროპელი გადასახადების გადამხდელების ფულით ასეთი თამაში ევროპარლამენტარებისთვის მეტისმეტი აღმოჩნდა.

სხვა ქვეყნებს ვიღა მიხედავს?

კანონიერების დარღვევის მიმართ ევროპარლამენტი სულ უფრო ნაკლებად მომთმენი ხდება. ასევე დიდი უმრავლესობით - 505 ხმით 150-ის წინააღმდეგ - ევროპარლამენტმა ამასწინათ ევროკომისიას მოუწოდა, უფრო აქტიურად გამოიყენოს სანქციების მექანიზმი, რომელიც კანონის უზენაესობის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევისათვის არსებობს. ევროპარლამენტარები თვლიან, რომ პოლონეთისა და უნგრეთის შემთხვევებში ევროკომისია პოლიტიკური გართულებების თავიდან ასაცილებლად მანამ ითრევდა ფეხს, სანამ აქაურმა პოლიტიკოსებმა ზედმეტად ღრმად არ შეტოპეს. ახლა პარლამენტი ითხოვს, კომისიამ მომავალი ოთხი თვის მანძილზე საქმით დაამტკიცოს, რომ ეს საკითხები ევროკავშირისთვის მართლაც მნიშვნელოვანია.

ბაბიში რას ამბობს?

ანდრეი ბაბიშმა 2019 წელს სწორედ "აგროფერტის" საკითხით აღშფოთებული მილიონი ჩეხის მრავალკვირიანი დემონსტრაციები გადააგორა და იმედი აქვს, რომ ევროპარლამენტის ზეწოლასაც გაუძლებს. ჯერჯერობით ევროპარლამენტს მოუწოდა, "ჩეხეთის შინაურ საქმეებში ნუ ერევითო".

წაიკითხეთ მეტი

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

კვლავაც კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო! წინა ნომერში გიყვებოდით, რომ ბრიუსელი შვებულებაში მიდიოდა და მხოლოდ მისი “საზაფხულო რაზმი” რჩებოდა სამუშაოდ. იმასაც ვამბობდით, რომ კრიზისები შვებულებას არ იღებენ ხოლმე, ასეც მოხდა. ეს კვირა კონტინენტმა გამოანგარიშებაში გაატარა: სეუტა თავის დაღუპულებს ითვლიდა და გაკვეთილებს სწავლობდა, საფრანგეთი და ესპანეთი გადამწვარ ჰექტრებს, უკრაინა კი - მიუღებელ სარაკეტო

lock-1
წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

აპრილის თბილი დღე იდგა, გენტი-ამსტერდამის გზაზე ანტვერპენის სახელგანთქმულ ნატიფი ხელოვნების სამეფო მუზეუმში (KMSKA) შევიარე. ანტვერპენში ადრეც ვყოფილვარ სტუდენტობისას, მთელი ათი წლით ადრე. მაშინ მუზეუმი სარემონტო სამუშაოებისთვის იყო დაკეტილი, რამაც 11 წელიწადს გასტანა. სიმართლე რომ ვთქვა, იმხანად მუზეუმებს ისედაც ნაკლებად ვეტანებოდი. ამჯერად კი, ამ უმდიდრესი კოლექციით განთქმული მუზეუმის გამოტოვება არ

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

30–31 ივლისს, ათიათასობით ადამიანის მოულოდნელმა შეჭრამ სეუტაში ევროპაში კვლავ გამოაცოცხლა ნაცნობი ეჭვი: თითქოს მაროკომ განზრახ შეასუსტა საზღვრის კონტროლი, რათა ესპანეთზე ზეწოლა მოეხდინა.

lock-1