კვლევა | ასოცირებული ქვეყნები ევროკავშირში უფრო ღრმად ჩართვას იმსახურებენ

კვლევა | ასოცირებული ქვეყნები ევროკავშირში უფრო ღრმად ჩართვას იმსახურებენ
EU Georgia Flags

რაო?

ფრიად პატივცემულმა ევროპული პოლიტიკური კვლევების ცენტრმა (CEPS) გამოწვლილვით დაითვალა და გაარკვია, რომ ასოცირების ხელშეკრულების მქონე ქვეყნები (მოლდოვა, საქართველო, უკრაინა) ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისაგან თავისი მონაცემებით დიდად არ განსხვავდებიან.

აქაა თავად ანგარიშის სრული ტექსტი (39 გვერდი, ინგლისურად, pdf)

ჰოდა რაო?

ანგარიში ამბობს, ამ ქვეყნების სურვილების უყურადღებოდ დატოვება არ იქნება და ევროკავშირთან მათი უფრო მჭიდროდ დაახლოებისთვის წინაპირობებიც არსებობს და მექანიზმებიცო.

აბა, უკეთ აგვიხსენით?

მკვლევარებს აუღიათ დასავლეთი ბალკანეთის ექვს ქვეყნის (ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილო მაკედონია და სერბეთი) მონაცემები და შეუდარებიათ მოლდოვის საქართველოს და უკრაინის მონაცემებთან, მერე კი, ვითარების უკეთ გასაგებად დაუმატებიათ როგორც ევროკავშირის სამი ახალი წევრი (ბულგარეთი, ხორვატია, რუმინეთი) და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი დანარჩენი წევრი (სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი). ამ ქვეყნებიში არსებული ვითარების შესადარებლად აუღიათ ევროკავშირისვე პერიოდული ანგარიშები, სხვა რეიტინგები თუ წყაროები. აღმოჩენილა, რომ:

  • ასოცირების ხელშეკრულებები ბევრად უფრო დეტალური და მომთხოვნია, ვიდრე "სტაბილიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულებები", რომლებიც კანდიდატ წევრებთან დადო ბრიუსელმა.
  • ბალკანეთის და ასოცირებული ქვეყნების მონაცემები მეტნაკლებად თანაბარია, პოლიტიკური კრიტერიუმებით ბალკანეთია წინ, ეკონომიკური კრიტერიუმებით - ასოცირებული ქვეყნები.
  • ბალკანეთში მონტენეგრო, ჩრდილო მაკედონია და სერბეთი ლიდერობენ, ცოტა უკანაა ალბანეთი და მათ საკმაოდ ჩამორჩებიან ბოსნია და კოსოვო. ასოცირებულებში საქართვლო ლიდერობს, თუმცაღა პოლიტიკური არასტაბილურობა ქაჩავს უკან. მოლდოვა და უკრაინა ცოტა უკან არიან, თუმცა ბალკანეთის ლიდერებთან უფრო ახლოს, ვიდრე მაჩანჩალებთან.
  • ყოველდღიური კორუფციის აღმოფხვრის დონით საქართველო საგრძნობლად უსწრებს წინ ევროკავშირის ახალ წევრებსაც.

რას გვთავაზობენ?

მკვლევარების თქმით, ევროკავშირი ჯერ კიდევ 1994 წლიდან საუბრობდა "დიფერენცირებულ ინტეგრაციაზე" ანუ სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ხარისხით ჩართვაზე ინსტიტუტებსა თუ მექანიზმებში. თავიდან ამ მხრივ ევროკავშირის წევრებზე იყო საუბარი, თუმცა მკვლევარების თქმით არაფერი უშლის ხელს იმავე მიდგომის გავრცელებას ასოცირებულ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე. კერძოდ კი აი, რას მოიაზრებენ შესაძლებლად:

  • ევროკავშირის კანონების განხორციელების სანაცვლოდ შიდა ბაზარზე სულ წვდომას;
  • ევროკავშირის სექტორულ (საბაჟო, ენერგეტიკულ, ციფრულ) კავშირებში წევრობას;
  • სტრუქტურულ ფონდებზე (რეფორმების და ინფრასტრუქტურისთვის აუცილებელ დიდ თანხებზე) წვდომას, რომელიც შემოფარგლული იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის წილით;
  • ევროპულ საბჭოში ხმის გარეშე წევრობას;
  • ევროპარლამენტში დეპუტატების წარგზავნას (ჯერ ხმის გარეშე, შემდეგ კი ხმითაც);
  • ევროკავშირის ინსტიტუტებში მოქალაქეების დასაქმების შესაძლებლობას;
  • სააგენტოებსა და პროგრამებში მონაწილეობას;
  • ევროკავშირის დიპლომატიური ქსელზე (დელეგაციები, წარმომადგენლობები) წვდომას.

მკვლევარები ხაზს უსვამენ, რომ ყოველივე ეს მიმინარე რეფორმებისა და დემოკრატიული სისტემისადმი ერთგულებაზე უნდა იყოს დამოკიდებული: მეტი შესაძლებლობების მიცემაც და შეზღუდვებიც ავტომატურად უნდა ხდებოდეს, რეიტინგების იმგვარი სისტემის გამოყენებით, რასაც დღეს ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნების შესაფასებლად იყენებს.

წაიკითხეთ მეტი

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

კვლავაც კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო! წინა ნომერში გიყვებოდით, რომ ბრიუსელი შვებულებაში მიდიოდა და მხოლოდ მისი “საზაფხულო რაზმი” რჩებოდა სამუშაოდ. იმასაც ვამბობდით, რომ კრიზისები შვებულებას არ იღებენ ხოლმე, ასეც მოხდა. ეს კვირა კონტინენტმა გამოანგარიშებაში გაატარა: სეუტა თავის დაღუპულებს ითვლიდა და გაკვეთილებს სწავლობდა, საფრანგეთი და ესპანეთი გადამწვარ ჰექტრებს, უკრაინა კი - მიუღებელ სარაკეტო

lock-1
წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

აპრილის თბილი დღე იდგა, გენტი-ამსტერდამის გზაზე ანტვერპენის სახელგანთქმულ ნატიფი ხელოვნების სამეფო მუზეუმში (KMSKA) შევიარე. ანტვერპენში ადრეც ვყოფილვარ სტუდენტობისას, მთელი ათი წლით ადრე. მაშინ მუზეუმი სარემონტო სამუშაოებისთვის იყო დაკეტილი, რამაც 11 წელიწადს გასტანა. სიმართლე რომ ვთქვა, იმხანად მუზეუმებს ისედაც ნაკლებად ვეტანებოდი. ამჯერად კი, ამ უმდიდრესი კოლექციით განთქმული მუზეუმის გამოტოვება არ

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

30–31 ივლისს, ათიათასობით ადამიანის მოულოდნელმა შეჭრამ სეუტაში ევროპაში კვლავ გამოაცოცხლა ნაცნობი ეჭვი: თითქოს მაროკომ განზრახ შეასუსტა საზღვრის კონტროლი, რათა ესპანეთზე ზეწოლა მოეხდინა.

lock-1