საფრანგეთი: გულგრილობის არჩევნები

საფრანგეთი: გულგრილობის არჩევნები
regionales france

რა მოხდა?

გუშინ, რეგიონულ არჩევნებში მონაწილეობით ფრანგებმა თავი არ შეიწუხეს, მისულებმა კი სტატუს-კვოს დაუჭირეს მხარი.

კერძოდ?

  • რეგიონული არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლების 34.3%-მა მიიღო მონაწილეობა. ეს პირველი ტურის მონაცემზე ოდნავ მეტია, მაგრამ მაინც სარეკორდოდ დაბალი მონაცემია საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის არსებობის ისტორიაში.
  • კონტინენტური საფრანგეთის ცამეტი რეგიონის თავმჯდომარე იყო გადასარჩევი და ამათგან მისულმა ამომრჩევლებმა ცამეტივე დატოვეს თანამდებობაძე - შვიდი მემარჯვენე რესპუბლიკელების წევრი და ხუთი სოციალისტური პარტიიდან.

წაგებულები

  • რეგიონული არჩევნების ერთ-ერთი მთავარი წაგებული ულტრამემარჯვენე მარინე ლე პენია, რომელიც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ემანუელ მაკრონთან აპირებს ქიშპობას. მისმა პარტიამ "ეროვნულმა ერთობამ" (ყოფილი "ნაციონალური ფრონტი") ვერც ერთ რეგიონში ვერ გაიმარჯვა. ყველაზე პერსპექტიულმა კანდიდატმა, ტიერი მარიანიმ ვერ მოიტო რეგიონული თავმჯდომარის მანდატი პროვანს-ალპ-კოტ'დ'აზურის რეგიონში, რადგან მის წინააღმდეგ ყველა სხვა პარტია გაერთიანდა. დეპუტატი მარიანი, პუტინის დიდი მეგობარია და მათ შორის ყირიმის ე.წ. "რეფერენდუმსაც" ესწრებოდა დამკვირვებლად.
  • დამთრგუნველი იყო რეგიონული არჩევნები პრეზიდენტ მაკრონის "რესპუბლიკა მარშზე!" პარტიისათვის. მისი კანდიდატების დიდი ნაწილი არჩევნებს პირველ ტურშივე გამოეთიშა.

მერე, რას ნიშნავს ეს?

ალბათ, არც არაფერს? საკმაოდ სერიოზული ხალხი ამბობს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობის დაბალი დონის გამო, შორსმიმავალი პოლიტიკური დასკვნების გაკეთება საერთოდ შეუძლებელია.

...თუმცა საინტერსოა, რეგიონებში ფეხმომაგრებული პარტიები და ადგილზე ცნობილი პიროვნებები წარმატებული აღმოჩნდნენ. ე.წ. "ტრადიციულმა" პარტიებმა კავშირების დიდი ქსელით, რესპუბლიკელებმა და სოციალისტებმა, საერთო-ეროვნულ დონეზე სერიოზული კოლაფსის მიუხედავად, რეგიონებში გავლენა შეინარჩუნეს.

და ყურადღებაა მისაქცევი, რომ მაკრონის "რესპუბლიკა მარშზე!" ამდენი ხანი პარტიად ვერ ჩამოყალიბდა. ადგილებზე მისი გავლენა და ქსელი სუსტია. პარტია უფრო პირადად პრეზიდენტის პიარმანქანის ფუნქციას ასრულებს, ვიდრე რეალური პოლიტიკური ძალისა. ეს სერიოზული პრობლემაა მაკრონისათვის: მომავალი საპრეზიდენტო მანდატი რომც დაიბევოს, პარლამენტში გავლენის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება, რაც მას ამბიციური პოლიტიკის წარმართვის საშუალებას შეუზღუდავს.

წაიკითხეთ მეტი

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

კვლავაც კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო! წინა ნომერში გიყვებოდით, რომ ბრიუსელი შვებულებაში მიდიოდა და მხოლოდ მისი “საზაფხულო რაზმი” რჩებოდა სამუშაოდ. იმასაც ვამბობდით, რომ კრიზისები შვებულებას არ იღებენ ხოლმე, ასეც მოხდა. ეს კვირა კონტინენტმა გამოანგარიშებაში გაატარა: სეუტა თავის დაღუპულებს ითვლიდა და გაკვეთილებს სწავლობდა, საფრანგეთი და ესპანეთი გადამწვარ ჰექტრებს, უკრაინა კი - მიუღებელ სარაკეტო

lock-1
წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

აპრილის თბილი დღე იდგა, გენტი-ამსტერდამის გზაზე ანტვერპენის სახელგანთქმულ ნატიფი ხელოვნების სამეფო მუზეუმში (KMSKA) შევიარე. ანტვერპენში ადრეც ვყოფილვარ სტუდენტობისას, მთელი ათი წლით ადრე. მაშინ მუზეუმი სარემონტო სამუშაოებისთვის იყო დაკეტილი, რამაც 11 წელიწადს გასტანა. სიმართლე რომ ვთქვა, იმხანად მუზეუმებს ისედაც ნაკლებად ვეტანებოდი. ამჯერად კი, ამ უმდიდრესი კოლექციით განთქმული მუზეუმის გამოტოვება არ

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

30–31 ივლისს, ათიათასობით ადამიანის მოულოდნელმა შეჭრამ სეუტაში ევროპაში კვლავ გამოაცოცხლა ნაცნობი ეჭვი: თითქოს მაროკომ განზრახ შეასუსტა საზღვრის კონტროლი, რათა ესპანეთზე ზეწოლა მოეხდინა.

lock-1