უკრაინა ევროპელ მეზობლებს უჩივის

modern farm complex storing of grains
pexels-photo-2451421

რა ხდება: უკრაინა გეგმავს, პოლონეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში უჩივლოს, უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების ემბარგოს გამო.

რა უძღოდა ამას წინ: პარასკევს, ევროკავშირმა გადაწყვიტა დაესრულებინა პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში უკრაინული ხორბლის გაყიდვებზე დაწესებული დროებითი შეზღუდვა.

  • შეზღუდვის მიზეზი ის იყო, რომ უკრაინული პორტების რუსეთის მიერ ბლოკირების შემდეგ, უკრაინული ხორბალი და სხვა პროდუქცია დასავლელი მეზობლების ბაზრებზე შევიდა და ფასები დააგდო. ევროკავშირი დაეთანხმა წევრ ქვეყნებს, რომ ადგილობრივ ფერმერებს ადაპტაციისათვის დრო სჭირდებოდათ.

ევროკავშირის გადაწყვეტილების მიუხედავად, სლოვაკეთმა განაცხადა, რომ ძალაში ტოვებდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ოთხი ტიპის მარცვლეულზე,  პოლონეთმა და უნგრეთმა კი დამატებითი აკრძალვები შემოიღეს სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზეც.

რას ამბობს უკრაინა: ევროკავშირში უკრაინის სავაჭრო წარმოამდგენლის, ტარას კაჩკას თქმით, სამი ქვეყნის გადაწყვეტილება "უბრალოდ უკანონოა" და ბრიუსელისადმი დაუმორჩილებლობაზე მიუთითებს. მისი თქმით, კიივი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაში უჩივლებს სამ მეზობელს.

  • უკრაინა ასევე იმუქრება, რომ პოლონურ ხილსა და ბოსტნეულს აღარ დაუშვებს უკრაინულ ბაზარზე, რაც უკვე იქაურ გლეხებს დააზიანებს და პოლონეთის მმართველ პარტიას თავისტკივილს შეუქმნის 15 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე.

რას ამბობებენ კომენტატორები: ევროპულ ამბებში ჩახედული ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კიივმა კარგად აუღო ალღო ევროკავშირის პოლიტიკას. მათი მთავარი გზავნილი - რომ ვარშავა და ბუდაპეშტი ბრიუსელს აღარ ემორჩილებიან, რაც ევროკავშირის, როგორც სავაჭრო ბლოკის პრესტიჟს აყენებს ეჭვქვეშ - ფრიად მტკივნეულად აღიქმება ბრიუსელში და მოქმედებისკენ უბიძგებს ევროკომისიას.

რას სთავაზობს კიივს ბრიუსელი: ევროკომისია ცდილობს დაარწმუნოს უკრაინა, რომ ზღვრული საექსპორტო შეზღუდვები შემოიღოს გარკვეულ პროდუქტებზე და ამით დააშოშმინოს მეზობლები. უკრაინა ამბობს, რომ თანახმაა ამგვარ ზომებზე, რათა "მეზობელ ქვეყნებში ცუნამი არ გამოიწვიოს".

წაიკითხეთ მეტი

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

კვლავაც კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო! წინა ნომერში გიყვებოდით, რომ ბრიუსელი შვებულებაში მიდიოდა და მხოლოდ მისი “საზაფხულო რაზმი” რჩებოდა სამუშაოდ. იმასაც ვამბობდით, რომ კრიზისები შვებულებას არ იღებენ ხოლმე, ასეც მოხდა. ეს კვირა კონტინენტმა გამოანგარიშებაში გაატარა: სეუტა თავის დაღუპულებს ითვლიდა და გაკვეთილებს სწავლობდა, საფრანგეთი და ესპანეთი გადამწვარ ჰექტრებს, უკრაინა კი - მიუღებელ სარაკეტო

lock-1
წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

აპრილის თბილი დღე იდგა, გენტი-ამსტერდამის გზაზე ანტვერპენის სახელგანთქმულ ნატიფი ხელოვნების სამეფო მუზეუმში (KMSKA) შევიარე. ანტვერპენში ადრეც ვყოფილვარ სტუდენტობისას, მთელი ათი წლით ადრე. მაშინ მუზეუმი სარემონტო სამუშაოებისთვის იყო დაკეტილი, რამაც 11 წელიწადს გასტანა. სიმართლე რომ ვთქვა, იმხანად მუზეუმებს ისედაც ნაკლებად ვეტანებოდი. ამჯერად კი, ამ უმდიდრესი კოლექციით განთქმული მუზეუმის გამოტოვება არ

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

30–31 ივლისს, ათიათასობით ადამიანის მოულოდნელმა შეჭრამ სეუტაში ევროპაში კვლავ გამოაცოცხლა ნაცნობი ეჭვი: თითქოს მაროკომ განზრახ შეასუსტა საზღვრის კონტროლი, რათა ესპანეთზე ზეწოლა მოეხდინა.

lock-1