უნგრეთი: ორბანი "ომის პარტიას" ერკინება?

უნგრეთი: ორბანი "ომის პარტიას" ერკინება?
orban

რა ხდება: უნგრეთში 3 აპრილს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. რუსეთ-უკრაინის ომი საარჩევნო კამპანიის საკვანძო თემად იქცა.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი: პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 2010 წლიდანაა ქვეყნის სათავეში და ევროპაში "ანტი-ლიბერალური" ბლოკის ლიდერად იქცა. ამ არჩევნებში მას ოპოზიციური კოალიცია სერიოზულად ეცილება.

  • გამოკითხვების თანახმად, ორბანის პარტია "ფიდესი" 5%-ით უსწრებს ოპოზიციურ ბლოკს, რომელიც მის დასამარცხებლად გაერთიანდა.
  • უკრაინის საკითხი საარჩევნო კამპანიაში ერთ-ერთ საკვანძო თემად იქცა. ქვეყანაში უკრაინის მიმართ სერიოზული სიმპატია არსებობს. ამავე დროს, ორბანი ვლადიმირ პუტინთან ახლოსაა და ტრანს-ატლანტიკურ ალიანსის ერთობასაც ხშირად ვნებს რუსეთუმე პოზიციით.

ორაზროვანი პოლიტიკა: ორბანი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა და ქვეყანაში 360 ათასი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო. ამასთან ერთად, მან უარი თქვა ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინის დასახმარებლად მიმართული იარაღის გატარებაზე, ხოლო ევროკავშირის ფარგლებში რუსულ ენერგომატარებლებზე სანქციების დაწესებას ეწინაარმდეგება.

  • შედეგად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთს "ევროპის რუსული ტოტი" უწოდა და ევროპას მოუწოდა "თავი დაანებონ ბუდაპეშტის თავისმართლების მოსმენას".
  • "ჩვენი მორალური პასუხისმგებლობის საგანი უკრაინა არაა. მე უზენაესის წინაშე უკრაინელების კიარა, უნგრელების ბედზე ვარ პასუხისმგებელი. პირველ რიგში უნგრეთის ინტერესები უნდა გავითვალისწინოო," ასე უპასუხა ორბანმა კრიტიკოსებს.
  • ორბანი ოპოზიციას "ომის პარტიას" უწოდებს, რადგან ისინი უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას ემხრობიან, საკუთარ თავს კი "მშვიდობის კანდიდატად" წარმოაჩენს. ორბანმა უკრაინასაც დააბრალა ოპოზიციის სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა.

შფოთი მემარჯვენეებში: რუსეთთან სიახლოვის გამო, ორბანს "ანტი-ლიბერალური" პოზიციისადმი სიმპათიით განწყობილმა ქვეყნებმაც კი თავი მისგან შორს დაიჭირეს:

  • გასულ კვირას, გაუქმდა ბუდაპეშტში დაგეგმილი "ვიშეგრადის ოთხეულის" სამიტი, მას შემდეგ, რაც პოლონეთმა და ჩეხეთმა დაგმეს ორბანის მთავრობის პოზიცია ომთან დაკავშირებით.
  • პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდრჟეი დუდამ, რომელიც ორბანის მოკავშირედ და მეგობრად ითვლებოდა, განაცხადა, რუსეთის აგრესიაზე ორბანის რეაქცია "ჩემთვის რთული გასაგებიაო" და დასძინა, რომ ამისთვის "უნგრეთს სერიოზული ფასის გადახდა მოუწევსო."

ორბანის შანსები მაინც მაღალია: უნგრელების უკრაინელებისადმი ზოგადი სიმპათიის მიუხედავად, არჩევნებში ორბანის გამარჯვების ერთ-ერთ საწინდარად ეროვნული დაფარვის მას-მედიის 80%-ის კონტროლი შეიძლება იქცეს. ოპოზიციის ლიდერების თქმით, ორბანის მხარდამჭერი მედია "კრემლის პროპაგანდის რეცეპტებით" მუშაობს, ნათქვამს "არანაირი კავშირი აღარ აქვს ფაქტებთან". მეორე ფაქტორი ისაა, რომ "ფიდესმა" ქვეყნის გარეთ მცხოვრები ეთნიკურ უნგრელებისთვის მოქალაქეობის დარიგებით ფრიად გაიზარდა ამომრჩევლების ოდენობა. ფოსტით გაგზავნილი მათი ბიულეტენები ხშირად ორბანის ყულაბაში აღმოჩნდება ხოლმე. რუმინეთის ტრანსილვანიაში გუშინ დამწვარი ბიულეტენები აღმოაჩინეს - მთავრობა და ოპოზიცია ამას ერთმანეთს აბრალებს.

რას უნდა ველოდეთ: ჩანს, ორბანს კიდევ ერთი საპრემიერო მანდატის დაბევების სერიოზული შანსი აქვს. ოპოზიციას ჯერაც აქვს გამარჯვების იმედი, რადგან სოციოლოგიურ გამოკითხვებში 5%-იანი სხვაობა შეიძლება არჩევნების დღეს გადამწყვეტი არ აღმოჩნდეს.  თუმცა, რეალისტურად თუ ვიმსჯელებთ, თუკი ორბანის "ფიდესი" პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის გარეშე დარჩა, ეს უკვე ოპოზიციის წარმატებად შეგვეძლება ჩავთვალოთ.

სტატია მომზადდა POLITICO, AXIOS, EUObserver მასალებზე და საკუთარ თავზე დაყრდნობით

წაიკითხეთ მეტი

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

კვლავაც კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო! წინა ნომერში გიყვებოდით, რომ ბრიუსელი შვებულებაში მიდიოდა და მხოლოდ მისი “საზაფხულო რაზმი” რჩებოდა სამუშაოდ. იმასაც ვამბობდით, რომ კრიზისები შვებულებას არ იღებენ ხოლმე, ასეც მოხდა. ეს კვირა კონტინენტმა გამოანგარიშებაში გაატარა: სეუტა თავის დაღუპულებს ითვლიდა და გაკვეთილებს სწავლობდა, საფრანგეთი და ესპანეთი გადამწვარ ჰექტრებს, უკრაინა კი - მიუღებელ სარაკეტო

lock-1
წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

აპრილის თბილი დღე იდგა, გენტი-ამსტერდამის გზაზე ანტვერპენის სახელგანთქმულ ნატიფი ხელოვნების სამეფო მუზეუმში (KMSKA) შევიარე. ანტვერპენში ადრეც ვყოფილვარ სტუდენტობისას, მთელი ათი წლით ადრე. მაშინ მუზეუმი სარემონტო სამუშაოებისთვის იყო დაკეტილი, რამაც 11 წელიწადს გასტანა. სიმართლე რომ ვთქვა, იმხანად მუზეუმებს ისედაც ნაკლებად ვეტანებოდი. ამჯერად კი, ამ უმდიდრესი კოლექციით განთქმული მუზეუმის გამოტოვება არ

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

30–31 ივლისს, ათიათასობით ადამიანის მოულოდნელმა შეჭრამ სეუტაში ევროპაში კვლავ გამოაცოცხლა ნაცნობი ეჭვი: თითქოს მაროკომ განზრახ შეასუსტა საზღვრის კონტროლი, რათა ესპანეთზე ზეწოლა მოეხდინა.

lock-1