ყარაბაღის ომი სრულდება - ზავს რუსეთის ჯარი გააკონტროლებს

ყარაბაღის ომი სრულდება - ზავს რუსეთის ჯარი გააკონტროლებს
NK frontline. Photo via 112.international

სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთის შუამავლობით მიღწეულ განცხადებას მოაწერეს ხელი, რამაც მთიანი ყარაბაღისთვის გაჩაღებული 6 კვირიანი საომარი მოქმედებები დაასრულა. ყარაბაღში უკვე შედის რუსი მშვიდობისმყოფელების პირველი კოლონა - მხარეები მორიგდნენ, რომ რეგიონში ჩრდილოელი მეზობლის 1960 მშვიდობისმაძიებელი ჩადგება.

შეთანხმების თანახმად, სომხეთმა აზერბაიჯანს კელბაჯარის რაიონი 15 ნოემბერს, აღდამის რაიონი - 20 ნოემბერს, ლაჩინის რაიონი კი 1 დეკემბერს უნდა დაუბრუნოს.

სომხების კონტროლის ქვეშ რჩება 5 კმ სიგანის ლაჩინის კორიდორი, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. თუმცა, კორიდორზე მდებარე ქალაქ შუშას/შუშის, რომელიც ორივე ერისათვის სათაყვანებელ ადგილს წარმოადგენს, ახლახან მოპოვებულ კონტროლს აზერბაიჯანი შეინარჩუნებს.

სომხები ინარჩუნებენ კონტროლს ყარაბაღის უმთავრეს ქალაქ სტეფანაკერტზე/ხანკენდიზე, რომლის სომხეთთან დამაკავშირებელ ლაჩინის კორიდორზე ახალი გზა უნდა აშენდეს. ამ უმთავრესი მონაკვეთის გასწვრივ რუსი მშვიდობისმაძიებლები ჩადგებიან.

შეთანხმება დევნილების დაბრუნებასაც ეხება. უშუალოდ მთიან ყარაბაღსა და სომხების მიერ აქამდე დაკავებულ გარშემო რაიონებში დევნილების დაბრუნება ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს.

მხარეები ასევე თანხმდებიან ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზეც.

მნიშვნელოვანი პუნქტი ეხება ნახიჭევანსაც, რომელსაც დანარჩენი აზერბაიჯანისაგან გეოგრაფიულად სომხეთი ჰყოფს. შეთანხმების მიხედვით, სომხეთმა უნდა უზრუნველყოს ნახიჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის სატრანსპორტო კავშირი აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებთან, ტრანსპორტზე მეთვალყურეობა კი რუსეთმა უნდა გასწიოს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ნახიჭევანის ჩანაწერი შეთანხმებაში მისი პირადი მეცადინეობით მოხვდა.

ალიევმა ასევე განაცხადა, რომ ყარაბაღში მშვიდობისმყოფელთა ცენტრი უნდა გაიხსნას, რომელშიც რუსებთან ერთად თურქი სამხედროებიც შევლენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შეთანხმება „ისტორიული მნიშვნელობისად“ და „სომხეთის კაპიტულაციად“ შერაცხა.

სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა კი თქვა, რომ სომხებს განცხადებაზე ხელისმოწერის გარდა სხვა გზა არ ჰქონდათ. მისი თქმით, ერევანმა გადაწყვეტილება ფრონტზე შექმნილი რთული ვითარების გამო მიიღო და დაამატა, „ჩვენ ტერორისტების, აზერბაიჯანისა და ნატოს ერთ-ერთ საუკეთესო თურქული არმიის წინააღმდეგ ვიბრძოდითო.“

„ეს გამარჯვება არ გახლავთ, თუმცა დამარცხებულიც მანამ არ ხარ, სანამ ასეთად არ მიიჩნევ თავსო“, დააყოლა სომხეთის ლიდერმა.

თავის მხრივ, ყარაბაღის არაღიარებულმა პრეზიდენტმა არაიკ ჰარუტიუნიანმა თქვა, რომ შეთანხმებას მანაც აუნთო მწვანე, რათა „ომი რაც შეიძლებოდა მალე დასრულებულიყოო“.

სანამ ბაქოში საზეიმო განწყობა სუფევდა, ერევანში შეთანხმებით განრისხებული სომხები ქუჩაში გამოვიდნენ. ასობით მომიტინგე პარლამენტსა და მთავრობის სასახლეში შეიჭრა.

ფაშინიანმა თქვა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შენობებში შეჭრილებს მკაცრად დასჯიან.

წაიკითხეთ მეტი

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

კვლავაც კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო! წინა ნომერში გიყვებოდით, რომ ბრიუსელი შვებულებაში მიდიოდა და მხოლოდ მისი “საზაფხულო რაზმი” რჩებოდა სამუშაოდ. იმასაც ვამბობდით, რომ კრიზისები შვებულებას არ იღებენ ხოლმე, ასეც მოხდა. ეს კვირა კონტინენტმა გამოანგარიშებაში გაატარა: სეუტა თავის დაღუპულებს ითვლიდა და გაკვეთილებს სწავლობდა, საფრანგეთი და ესპანეთი გადამწვარ ჰექტრებს, უკრაინა კი - მიუღებელ სარაკეტო

lock-1
წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

აპრილის თბილი დღე იდგა, გენტი-ამსტერდამის გზაზე ანტვერპენის სახელგანთქმულ ნატიფი ხელოვნების სამეფო მუზეუმში (KMSKA) შევიარე. ანტვერპენში ადრეც ვყოფილვარ სტუდენტობისას, მთელი ათი წლით ადრე. მაშინ მუზეუმი სარემონტო სამუშაოებისთვის იყო დაკეტილი, რამაც 11 წელიწადს გასტანა. სიმართლე რომ ვთქვა, იმხანად მუზეუმებს ისედაც ნაკლებად ვეტანებოდი. ამჯერად კი, ამ უმდიდრესი კოლექციით განთქმული მუზეუმის გამოტოვება არ

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

30–31 ივლისს, ათიათასობით ადამიანის მოულოდნელმა შეჭრამ სეუტაში ევროპაში კვლავ გამოაცოცხლა ნაცნობი ეჭვი: თითქოს მაროკომ განზრახ შეასუსტა საზღვრის კონტროლი, რათა ესპანეთზე ზეწოლა მოეხდინა.

lock-1