ახალი ცოცხი მანჩესტერიდან

პარლამენტში შესვლიდან ოცდახუთი წელი, ორი მარცხი და მანჩესტერის სათავეში გატარებული ცხრა წელი: ბრიტანეთის უახლესი პრემიერ-მინისტრი დაუნინგ-სტრიტს უჩვეულო გზით მიადგა.

ახალი ცოცხი მანჩესტერიდან

მიმდინარე კვირას, მეფე ჩარლზ III-თან აუდიენციის შემდეგ, ენდი ბერნემი გაერთიანებული სამეფოს 59-ე პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად იკურთხა. ახალმა პრემიერმა უხასიათოდ მყოფი ქვეყანა ჩაიბარა - გამოკითხვაში ბრიტანელების ორი მესამედი ამბობს, ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდისო და ეს განწყობა კოვიდის პანდემიის მერე აღარ შეცვლილა.

ბერნემმა პარლამენტში ფიცი ბიბლიაზე დადო. იგი პირველი პრემიერია, რომელიც დაუნინგ-სტრიტს როგორც კათოლიკე, ისე შეაბიჯებს, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, უფრო „აღზრდით კათოლიკეა“, ვიდრე განსაკუთრებული რელიგიური თავგამოდებით გამორჩეული. რაც მას კათოლიკურ რელიგიასთან აკავშირებს და ლეიბორისტულ პარტიაში მის იდეოლოგიურ ხედვას განსაზღვრავს, რომის საყდარის სოციალური პოლიტიკაა, რის შესახებაც ადრეც გიყვებოდით.

კაბინეტის პირველივე შეკრებაზე, ბერნემმა მინისტრებს უთხრა, რომ „ბრიტანელებს ცხოვრება ცოტა მაინც უნდა შევუმსუბუქოთო“ და ამას ბევრად უფრო ძველებურად ლეიბორისტული მეთოდებით აპირებს, ვიდრე ნებისმიერი პრემიერი მისი პარტიიდან 1994 წლიდან მოყოლებული. მაშინ ტონი ბლერმა და გორდონ ბრაუნმა ლეიბორისტობა ლიბერალურ ეკონომიკურ წესრიგთან შეარიგეს. ბერნემი თვლის, რომ პარტიამ ამ მიმართულებით ზედმეტად შორს შესტოპა.

ბრაუნის პირველი ნაბიჯები მოკრძალებულია, მაგრამ ნიშანდობლივი: ელექტროენერგიის გადასახადზე 5%-იანი დღგ-ს გაუქმება და საქალაქო ავტობუსების ფასის მაქსიმუმის 5-დან 2 ფუნტამდე ჩამოწევა. ასევე, პაბებსა და ბარებს ადგილობრივი გადასახადების შემცირებას შეჰპირდა. მისივე სურვილია, რომ უსახლკარო ხალხს ქუჩაში ძილი აღარსად დასჭირდეს. საიდან მოდის ეს კაცი და საით წაიყვანს ბრექზიტის მერე დარეტიანებულ ბრიტანეთს?

წაიკითხეთ მეტი

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

კვლავაც კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო! წინა ნომერში გიყვებოდით, რომ ბრიუსელი შვებულებაში მიდიოდა და მხოლოდ მისი “საზაფხულო რაზმი” რჩებოდა სამუშაოდ. იმასაც ვამბობდით, რომ კრიზისები შვებულებას არ იღებენ ხოლმე, ასეც მოხდა. ეს კვირა კონტინენტმა გამოანგარიშებაში გაატარა: სეუტა თავის დაღუპულებს ითვლიდა და გაკვეთილებს სწავლობდა, საფრანგეთი და ესპანეთი გადამწვარ ჰექტრებს, უკრაინა კი - მიუღებელ სარაკეტო

lock-1
წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

აპრილის თბილი დღე იდგა, გენტი-ამსტერდამის გზაზე ანტვერპენის სახელგანთქმულ ნატიფი ხელოვნების სამეფო მუზეუმში (KMSKA) შევიარე. ანტვერპენში ადრეც ვყოფილვარ სტუდენტობისას, მთელი ათი წლით ადრე. მაშინ მუზეუმი სარემონტო სამუშაოებისთვის იყო დაკეტილი, რამაც 11 წელიწადს გასტანა. სიმართლე რომ ვთქვა, იმხანად მუზეუმებს ისედაც ნაკლებად ვეტანებოდი. ამჯერად კი, ამ უმდიდრესი კოლექციით განთქმული მუზეუმის გამოტოვება არ

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

30–31 ივლისს, ათიათასობით ადამიანის მოულოდნელმა შეჭრამ სეუტაში ევროპაში კვლავ გამოაცოცხლა ნაცნობი ეჭვი: თითქოს მაროკომ განზრახ შეასუსტა საზღვრის კონტროლი, რათა ესპანეთზე ზეწოლა მოეხდინა.

lock-1