ტექსტზე გადასვლა

ულტრამემარჯვენეების ლექსიკონი: დიდი ჩანაცვლება

მეცნიერულ ფაქტად შეფუთული ტყუილი

ულტრამემარჯვენეების ლექსიკონი: დიდი ჩანაცვლება
ულტრამემარჯვენე ლექსიკონში ბარბაროსების შემოსევის ხატება ახალი არ არის. კოლაჟი: მოამბე/დიანა ხაბეიშვილი

2026 წლის მაისის ბოლოს, ათეულზე მეტი ქვეყნიდან ჩამოსული რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა პორტუგალიის სანაპიროზე, ფიგეირა-და-ფოშის მიდამოებში მდებარე მამულში, „რემიგრაციის მეორე სამიტზე“.

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ავსტრიელი აქტივისტი მარტინ ზელნერი, რომელიც ათწლეულზე მეტია ცდილობს სიტყვა „რემიგრაცია“, რაც არაადგილობრივების გაძევებას გულისხმობს, საჯარო პოლიტიკისთვის მისაღებ ტერმინად აქციოს; გრეგორი ბოვინო - აშშ-ის სასაზღვრო სამსახურის, ICE-ს მაღალჩინოსანი, რომელიც ხელმძღვანელობდა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჩატარებულ მასობრივი დეპორტაციის ოპერაციებს 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის იანვრამდე; და ჯოი მანარინო - კვლევითი ცენტრის, Overton Institute-ის წარმომადგენელი და MAGA-ინფლუენსერი, რომელიც სოციალურ ქსელებში ავრცელებს ვლად ცეპეშის (დრაკულას პერსონაჟის პროტოტიპის) მადიდებელ სურათებს და ხოტბას ასხამს მის განსაკუთრებილ სისასტიკეს დამპყრობელი ოსმალების მიმართ.


ავტორი: სერგი სოლერ ლოპესი ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის თანამედროვე ინსტიტუტის ფაკულტეტის მკვლევარია. ის ევროკავშირის ჰორიზონტის პროექტ ARENAS-ში იკვლევს ულტრამემარჯვენე ნარატივებს


თუ 2025 წლის მაისში, მილანის მახლობლად გამართულ პირველ ასეთ შეხვედრაზე ისეთი ამბავი ატყდა, რომ პოლიციას დელეგატების საკონფერენციო დარბაზამდე მიცილებამ მოუწია, 2026 წლის კონფერეციამ მშვიდად და სოლიდურად ჩაიარა. ერთ წელიწადში ფუნდამენტურად შეიცვალა ვითარება - „რემიგრაციაზე“ საუბარი მხოლოდ ტვინგაცხელებული რადიკალების კუთვნილება აღარაა: ახლა უკვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში არსებობს „რემიგრაციის ბიურო“, თანაც იმ უწყების შემადგენლობაში, რომელიც ისტორიულად ლტოლვილების განსახლებაზე იყო პასუხისმგებელი.

ეროვნული სიწმინდის მეტაფიზიკა

როგორ მოხდა, რომ დაახლოებით თხუთმეტ წელიწადში ერთ დროს ექსტრემისტულმა ლოზუნგმა თავი აშშ ფედერალური სააგენტოს საორგანიზაციო სისტემაში დაიმკვიდრა? ამის გასაგებად საჭიროა მისი მამოძრავებელი ნარატივის ბიოლოგიური, სოციალური და პოლიტიკური შრეების მიმოხილვა. ნარატივის სახელია „დიდი ჩანაცვლება“ (Le Grand Remplacement, Great Replacement).

ეს სტატია მხოლოდ ხელმომწერებისთვისაა

გამოწერა
დაამატე ევროპის მოამბეGoogle-ზე