ულტრამემარჯვენე ლექსიკონი: „სიღრმისეული სახელმწიფო“

ულტრამემარჯვენე ლექსიკონი: „სიღრმისეული სახელმწიფო“

ვინც პოლიტიკურ სცენაზეა, ისინი კი არ გვმართავენ, არამედ კულისებში შემალული შეთქმულთა კაბალა, რომლებსაც მეფეები და პრეზიდენტები ჯიბეში უზით. გეცნობათ?!

როცა ამ თეორიას პოლიტიკოსი, მით უმეტეს მთავრობა იყენებს, ის ამომრჩეველს ეუბნება, რომ პოლიტიკური მოწინააღმდეგეები გულწრფელები არ არიან, „გარკვეული ფარული ძალების“ ინტერესებით, ქვენა მოტივებით მოქმედებდნენ. ამგვარი პოლიტიკური დისკურსის ამოცანაა სახალხო მობილიზაციის შეფერხება, ან ხალხისთვის პოლიტიკური აქტიურობის სურვილის გაქრობა. სულელები ხართ დემონსტრაციებზე რომ დადიხართ, სინამდვილეში ვიღაცის „შეთქმულებაში გასაწირი პაიკი“ თუ „საზარბაზნე ხორცი“ ხართ, ფარული ძალები იყენებენ თქვენს მიამიტობას, – ეუბნება მოქალაქეებს მავანი პოლიტიკოსი. ფარული მმართველობის თეორია ერთ-ერთი ყველაზე ძველი პოლიტიკური მანიპულაციაა.

სიონის ბრძენკაცთა ოქმები

კულისებში შეფარული რეალური მმართველების თეორიის აზროვნების ყველაზე ცნობილი მაგალითია „სიონის ბრძენკაცთა ოქმები“. ეს დოკუმენტი მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე რუსეთის იმპერიის ოხრანკის (საიდუმლო პოლიციის) მიერ შეიქმნა. მაშინდელი ანტიმონარქისტული, როგორც ნაციონალური, ისე სოციალურ-რევოლუციური მოძრაობების დისკრედიტაციას სპეცსამსახური იმის პროპაგანდით ცდილობდა, რომ თვითმპყრობელობის ყველა მოწინააღმდეგე ებრაული შეთქმულების მიერ იმართებოდა. ამ ანტისემიტური დოკუმენტის სიყალბე 1920 წლებშივე გამოაშკარავდა, თუმცა ინტერნეტში ის ახლაც წარმატებით ვრცელდება. მეტიც, მისი უფრო თანამედროვე ვერსიებიც იბადება, მაგალითად „როტშილდების შეთქმულების“ ანდა „ოჯახების შეთქმულების“ თეორიების სახით, სადაც ანტისემიტური მოტივი ცოტათი უფრო შეფარული კია, მაგრამ „გამგები გაიგებს“.

ულტრამემარჯვენე (განსაკუთრებით მონარქისტული) ძალები წარმომადგენლობით დემოკრატიას, როგორც მმართველობის ფორმას, თავიდანვე „სიონისტური შეთქმულების“ ნაწილად მიიჩნევდნენ. იმავეს ამბობდნენ, სხვათაშორის, სტალინისტი პროპაგანდისტებიც, როცა „კოსმოპოლიტებს“ უტარებდნენ წმენდებს 1943-1956 წლებში - ეს კოდური სიტყვა ძირითადად „უსამშობლო ადამიანებს“ (ანუ ებრაელებს) აღნიშნავდა, რომლებიც ვითომდაც დასავლურ ღირებულებებს ეთაყვანებოდნენ.

„გარკვეული ფარული ძალების“ გავლენის იდეას უკანასკნელ ხანებში მემკვიდრე შეეძინა - „სიღრმისეული სახელმწიფოს“ თეორია, რომელსაც უფრო აქტიურად ავრცელებენ ულტრამემარჯვენე აქტორები, თუმცა არც მემარცხენე რადიკალები აკლებენ ხელს.

ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ

ფარული მმართველობის თეორია ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიბადა და გამოიწრთო. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ ამ შეთქმულების თეორიებმა თანამედროვეობას კარგად აუწყვეს ფეხი.

2014 წლის ზაფხულში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მისი ქვეყანა ისწრაფვოდა განვითარების ახალი მოდელისკენ, რომელიც დაახასიათა, როგორც „არალიბერალური დემოკრატია“.

ხელისუფლებაში ყოფნისას ორბანის ჰიბრიდულმა - ანუ დემოკრატიული ფორმისა და ავტოკრატიული შინაარსის ერთდროულად მქონე - რეჟიმმა ორი საკვანძო ცვლილება განახორციელა.

ერთი მხრივ, მოხდა ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური ძალის ხელში და გადაიდგა ნაბიჯები ისეთი პოლიტიკური კონკურენტების გასანეიტრალებლად, რომლებიც არჩევნებში გამარჯვებას შეძლებდნენ. პარალელურად, მოხდა მმართველი ელიტის იდეოლოგიური კონსოლიდაცია და ჩამოყალიბდა მხარდამჭერთა სტაბილური იერარქია, რომლის სანდოობასაც ძალაუფლებასთან სიახლოვით მიღებული სარგებელი განაპირობებდა.

მეორე მხრივ, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ სახელმწიფო აპარატი სრულიად დაიქვემდებარა იმ საბაბით, თითქოს მასში ფესვგადგმული მავნებელი „ლიბერალების“ ამოძირკვა იყო საჭირო, რათა სახელმწიფო ხალხის „ჭეშმარიტ“, შეურყვნელ ინტერესებსა და მსოფლმხედველობას პირდაპირ დაკავშირებოდა.

რეჟიმმა პარტიულ ნებას დაუქვემდებარა საკვანძო დამოუკიდებელი ინსტიტუტები: საჯარო სამსახური, მართლმსაჯულება, მედია და განათლება, კვლევითი ცენტრები, ხელოვნებისა და კულტურის კერებიც კი. ისინი უნდა გათავისუფლებულებულიყვნენ „ლიბერალებისაგან“, რომელიც ორბანის რეჟიმმა დასახა, როგორც „ანტი-ერი“. ამ კონცეფციაზე წინა სტატიაში გიყვებოდით და შეგიძლიათ, გადაფურცლოთ.

ულტრამემარჯვების ლექსიკონი: „ანტი-ერი“
შიდა მტრის ხატის შექმნა ულტრამემარჯვენეებისთვის ყოველთვის იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდების აუცილებლობის დასაბუთების ერთ-ერთი რიტორიკული საშუალება.

მეტი ემოციური მუხტი რომ ჰქონოდა, ლიბერალების ვითომდა ბატონობას დაუკავშირდა მიგრაციის თემატიკა და სექსუალური უმცირესობების უფლებები. ყოველივე ამას ერთად „სიღრმისეული სახელმწიფო“ (Deep State) ეწოდა. ორბანს „სიღრმისეული სახელმწიფო“ არ გამოუგონია, პროპაგანდისტული საფრთხობელას თავისი ისტორია აქვს.

წაიკითხეთ მეტი

ევროპის კვირა (17-23 აგვისტო )

ევროპის კვირა (17-23 აგვისტო )

კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო! ამ კვირას კაია კალასმა მოსკოვს ომის დაწყებიდან ყველაზე შორსმიმავალი სანქციები აღუთქვა; ბრიუსელმა ჰააგის სასამართლო ვაშინგტონის თავდასხმებისგან დაიცვა; ხოლო ექვსი ევროპული დედაქალაქი ნავთობის გიგანტებს ომის ფონზე მიღებული ზემოგების დაბეგვრით დაემუქრა. ამ და სხვა საინტერესო ამბებს მოგითხრობთ ევროპის მოამბე. თუმცა, მოდით, იქიდან დავიწყოთ, საიდანაც ევროპის შემოდგომა დაიგეგმა. კალასი

lock-1
ჯინ კირკპატრიკი: ამერიკელი რკინის ლედი

ჯინ კირკპატრიკი: ამერიკელი რკინის ლედი

დაბრკოლებების მიუხედავად, ჯინი ადვილად არ მოდრეკილა, საკუთარი იდეების დაცვის ჟინი არ ჩაცხრომია, პოლიტიკური სიმტკიცითა და მუდმივი მზადყოფნით უტეხ უპირისპირდებოდა იმ დროს გაბატონებულ შეხედულებებს.

lock-1
ევროპის კვირა (10-16 აგვისტო)

ევროპის კვირა (10-16 აგვისტო)

კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო! ამ შუაგულ აგვისტოში რა გამოაცოცხლებდა ევროპულ დედაქალაქებს თუ არა საერთო საფრთხე და საწუხარი. რუსეთს რომ არ სძინავს არახალი ამბავია: მარტო ომის ველს რომ არ სჯერდება და აქეთ-იქით  გაუხსნია ფრონტები. რუსული დივერსიებითა და ჩარევით განსაკუთრებით “განებივრებულმა” გერმანიამ მოქმედება არჩია და საკუთარი დაზვერვას შეტევის უფლება მისცა. ამასობაში

lock-1
ულტრამემარჯვენეების ლექსიკონი: „დასავლეთის დაღმასვლა“

ულტრამემარჯვენეების ლექსიკონი: „დასავლეთის დაღმასვლა“

2014 წლის 31 მაისს, რუსმა ოლიგარქმა, კონსტანტინ მალოფეევმა ვენაში, ლიხტენშტაინის სასახლეში, საიდუმლოდ შეკრიბა ევროპული ულტრამემარჯვენეობის რამდენიმე საკვანძო ფიგურა და ვლადიმერ პუტინის მომხრეები. საფრანგეთის „ეროვნულ ფრონტს“ (Front Nationale, რომელიც მერე გარდაიქმნა „ეროვნულ ერთობად“ Rassemblement Nationale) იქ გეოპოლიტიკოსი აიმერიკ შოპრადი და მარიონ-მარეშალ ლე პენი (მარინე ლე პენის დისშვილი, იმხანად ვოკლიუზის დეპუტატი

lock-1