მართა გელჰორნი: გაქცევა ჩრდილიდან

ერთადერთი ქალი იყო, ვინც ნორმანდიაში გადასხდა და მაინც ჰემინგუეის ცოლად ახსოვდათ.

მართა გელჰორნი: გაქცევა ჩრდილიდან
მართა გელჰორნი თავისნათქვამა იყო და ამით ამაყობდა. მონტაჟი: მოამბე

როცა ლონდონში, 1998 წელს, 89 წლის ასაკში აღესრულა, მართა ელის გელჰორნმა ათზე მეტი დიდი კონფლიქტის შესახებ რეპორტაჟი და ჟურნალისტური კარიერის სამოცი წელი დატოვა მემკვიდრეობად. ის ერთ-ერთი პირველი სამხედრო კორესპონდენტი ქალი იყო.

ყოყლოჩინა, ჩახრინწული ხმით, ყოველთვის წინა ხაზზე. გელჰორნს სწამდა, რომ მისი ნამუშევარი იმ უბრალო ხალხს აძლევდა საშუალებას, თავისი ხმა გაეგონებინათ მსოფლიოსათვის, ვინც მდიდარი, ძალმოსილი მამაკაცების წამოწყებულ ომებში იჭყლიტებიან ხოლმე. ცხოვრებაში ალბათ ყველაზე უფრო ის აღიზიანებდა, რომ საზოგადოებისთვის უპირველეს ყოვლისა ცნობილი იყო. როგორც ერნსტ ჰემინგუეის ცოლი. სულაც ცოფდებოდა, როცა ლიტერატურის კრიტიკოსები ჰემინგუეისა და გელჰორნის წერის სტილის მსგავსებაზე ჩამოაგდებდნენ სიტყვას.

„რატომ უნდა ვიყო სხვისი ცხოვრების დანართი?“ ჰკითხა გელჰორნმა ერთხელ ჟურნალისტს და იქვე შეახსენა, რამ სანამ განთქმულ ქმარს შეხვდებოდა, ორი რომანი ჰქონდა გამოცემული და მისგან დაშორების შემდეგ თითქმის 50 წელი აგრძელებდა წერას.

როგორც ჟურნალისტს, გელჰორნს არ აინტერესებდა ობიექტურობა. სჯეროდა, რომ ომში ჟურნალისტის ამოცანაა მოყვეს ის, რასაც ხედავს, შეეწინააღმდეგოს ტყუილებს და გაათახსიროს ცუდი ბიჭები.

„შედიხარ ჰოსპიტალში და ის დაჭრილი ბავშვებითაა სავსე,“ ყვებოდა ის. „უნდა დაწერო რაც ნახე. იმას კი არ უნდა მოყვე, რომ აი, აქ, ამ ჰოსპიტალში 37 დაჭრილი ბავშვია და შეიძლება 38 დაჭრილი ბავშვია მეორე მხარეს. არა. წერ იმას, რასაც ხედავ“

წაიკითხეთ მეტი

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

კვლავაც კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო! წინა ნომერში გიყვებოდით, რომ ბრიუსელი შვებულებაში მიდიოდა და მხოლოდ მისი “საზაფხულო რაზმი” რჩებოდა სამუშაოდ. იმასაც ვამბობდით, რომ კრიზისები შვებულებას არ იღებენ ხოლმე, ასეც მოხდა. ეს კვირა კონტინენტმა გამოანგარიშებაში გაატარა: სეუტა თავის დაღუპულებს ითვლიდა და გაკვეთილებს სწავლობდა, საფრანგეთი და ესპანეთი გადამწვარ ჰექტრებს, უკრაინა კი - მიუღებელ სარაკეტო

lock-1
წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

აპრილის თბილი დღე იდგა, გენტი-ამსტერდამის გზაზე ანტვერპენის სახელგანთქმულ ნატიფი ხელოვნების სამეფო მუზეუმში (KMSKA) შევიარე. ანტვერპენში ადრეც ვყოფილვარ სტუდენტობისას, მთელი ათი წლით ადრე. მაშინ მუზეუმი სარემონტო სამუშაოებისთვის იყო დაკეტილი, რამაც 11 წელიწადს გასტანა. სიმართლე რომ ვთქვა, იმხანად მუზეუმებს ისედაც ნაკლებად ვეტანებოდი. ამჯერად კი, ამ უმდიდრესი კოლექციით განთქმული მუზეუმის გამოტოვება არ

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

30–31 ივლისს, ათიათასობით ადამიანის მოულოდნელმა შეჭრამ სეუტაში ევროპაში კვლავ გამოაცოცხლა ნაცნობი ეჭვი: თითქოს მაროკომ განზრახ შეასუსტა საზღვრის კონტროლი, რათა ესპანეთზე ზეწოლა მოეხდინა.

lock-1