დაწურულად

"შეწინააღმდეგება, შებოჭვა და ჩართვა" ევროკავშირის ახალი სარუსეთო სტრატეგია

დაწურულად

"შეწინააღმდეგება, შებოჭვა და ჩართვა" ევროკავშირის ახალი სარუსეთო სტრატეგია

რა მოხდა? საგარეო საქმეთა ევროკომისარმა ჟუზებ ბორელმა გუშინ წარადგინა "ერთობლივი კომუნიკაცია ევროპარლამენტს, ევროპულ საბჭოსა და ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობების საბჭოსათვის", რომელიც რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობების ჩარჩოს აყალიბებს. თავად ამ 14-გვერდიანი დოკუმენტის ტექსტი აქაა (ინგლისურად, pdf). ვინ დაავალა? ევროკავშირის ლიდერებმა 24 მაისს დაავალეს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს (EEAS) ამგვარი ანგარიშის მომზადება ივნისში

ნატოს სამიტი: ჩინეთის აჩრდილი

დაწურულად

ნატოს სამიტი: ჩინეთის აჩრდილი

რაო? ნატოს ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ჩინეთის მზარდი გავლენა, მისი სამხედრო პოტენციალის ზრდა და აგრესიული მოქმედებები "სისტემურ გამოწვევას წარმოადგენს წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგისათვის" - ასე ჩაიწერა ორშაბათს გამოცემულ სამიტის კომუნიკეში. მერე რა? 1949 წელს საბჭოთა კავშირის საპირწონედ შექმნილმა ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა თავის ისტორიაში პირველად ახსენა ჩინეთიდან მომავალი სამხედრო საფრთხე ოფიციალურ

ევროპარლამენტმა ჩეხეთის პრემიერი ოლიგარქიული ქცევისთვის დატუქსა

დაწურულად

ევროპარლამენტმა ჩეხეთის პრემიერი ოლიგარქიული ქცევისთვის დატუქსა

რაო? ევროპარლამენტმა 505 ხმით 30-ის წინააღმდეგ (155-მა თავი შეიკავა) დატუქსა ჩეხეთის პრემიერი ანდრეი ბაბიში ევროკავშირის ფონდების საკუთარი კომპანიის ჯიბეში გადაქაჩვისთვის. უფრო ზუსტად? ბაბიშის სასოფლო-სამეურნეო კომპანია "აგროფერტი" ევროკავშირის სუბსიდიებს დიდი რაოდენობით იღებდა თურმე, ზოგს პირდაპირ, ზოგს კი ჩეხეთის ბიუჯეტის გავლით. რა უნდა პარლამენტს? ფულის ამგვარი გადაქაჩვა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს,

ნიდერლანდები ჯერაც უმთავრობოდაა

დაწურულად

ნიდერლანდები ჯერაც უმთავრობოდაა

რაო? ნიდერლანდებში გამართული საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის სამი თვე გავიდა, მაგრამ მოქმედი პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტტე ჯერ კიდევ ვერ აყალიბებს მთავრობას. მისი კაბინეტი უკვე ლამის ნახევარი წელია გარდამავალი სტატუსით მუშაობს. როგორ დაემართათ ეს ამბავი? იანვარში რუტტესვე მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა, როცა საპარლამენტო გამოძიებით გაირკვა, რომ წლების მანძილზე, საგადასახადო სამსახურმა, ათასობით ოჯახს შეცდომით

აშშ-მ ბულგარულ მაფიას შეუტია

დაწურულად

აშშ-მ ბულგარულ მაფიას შეუტია

რაო? აშშ ხაზინის დეპარტამენტმა სამი გავლენიანი ბულგარელი და მათთან დაკავშირებული 64 იურიდიული პირი დასაჯა კორუფციისთვის. ამის შესახებ განცხადება და იურიდიული დოკუმენტი ინგლისურად აქაა. რა უფლებით? 2017 წელს აშშ-ში ძალაში შევიდა "ადამიანის უფლებების დაღვევებისათვის პასუხიმგებლობის გლობალური აქტი", რომელსაც ასევე "მაგნიტსკის გლობალურ აქტს" უწოდებენ, რისი ძალითაც უფლებას იტოვებენ

დანიის წყალობით აშშ ევროპელებს უყურადებდა

დაწურულად

დანიის წყალობით აშშ ევროპელებს უყურადებდა

რა გავიგეთ: დანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოიკვლია, აშშ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო (NSA) დანიის სამხედრო დაზვერვის საშუალებებს იყენებდა ევროპელი ლიდერების სათვალთვალოთ. როგორ აკეთებდნენ ამას? დანიელ სამხედრო მზვერავებს წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელებზე მისაყურადებელი საშუალებები ჰქონიათ და ამერიკელებს ადრე არსებული შეთანხმებების თანახმად, სატელეფონო ზარების, ინტერნეტში ძიების არქივების, ელექტრონული წერილების და მესენჯერების ტექსტების ანალიზის საშუალებას აძლევდნენ.

შვეიცარიამ ევროკავშირთან მოლაპარაკება შეწყვიტა

დაწურულად

შვეიცარიამ ევროკავშირთან მოლაპარაკება შეწყვიტა

რაო, რაო?! შვეიცარია 2014 წლიდან ცდილობს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ახალი ხელშეკრულების დადებას. 2018 წლიდან ხელშეკრულების სრული ტექსტი მზადაა და განხილვის საგანია. გასულ ოთხშაბათს, ბერნმა და ბრიუსელმა თეთრი ალამი გამოფინეს - ვერ ვთანხმდებითო. ვითომ რატომაო? ძირითადად ორი საკითხი შეიქნა განხეთქილების მიზეზი: * შვეიცარიას არ უნდა ევროკავშირის ეკონომიკური სივრცის (EEA - ევროკავშირი, პლიუს

რატომ დაიწყო ყარაბაღის ახალი ომი?

დაწურულად

რატომ დაიწყო ყარაბაღის ახალი ომი?

რა ხდება? მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. აზერბაიჯანი ოკუპირებული ტერიტორიების განთავისუფლების შესახებ აცხადებს. სომხეთი დაპირისპირების შეწყვეტასა და მთიანი ყარაბაღის საერთაშორისო აღიარებას ითხოვს. მოსკოვში, 11 საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკვე რამდენჯერმე დაირღვა. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? მთიან ყარაბაღში განახლებულ სამხედრო დაპირისპირებას უკვე შეგვიძლია ვუწოდოთ ყარაბაღის