ევროკომისიამ პოლონეთს დრო მისცა

ევროკომისიამ პოლონეთს დრო მისცა
Poland EU crisis

რა მოხდა?

ევროკომისიის სხდომის „ოფიციალურ დასკვნაში“, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, პოლონეთის წინააღმდეგ კანონიერების დაცვის მექანიზმის ამოქმედება ნახსენები არაა.

რაზეა საუბარი?

პოლონეთის „კანონიერებისა და სამართლიანობის“ პარტიას სასამართლო ხელისუფლების მისაკუთრების გამო ევროკავშირთან კარგა ხანია უთანხმოება აქვს. ვითარება მას შემდეგ გაუარესდა, რაც პარტიის გავლენის ქვეშ მყოფმა კონსტიტუციურმა სასამართლომ დაასკვნა, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს (ECJ) გადაწყვეტილებებს პოლონეთის კონსტიტუციაზე უპირატესი ძალა არა აქვსო.

ევროპარლამენტარები და რამდენიმე სახელმწიფო, ნიდერლანდის თამადობით, პოლონეთის წინააღმდეგ „კანონიერების დაცვის მექანიზმის“ ამოქმედებას მოითხოვდნენ, რასაც შესაძლოა სანქციები და ევროპულ გადაწყვეტილებებში ხმის დაკარგვა მოჰყოლოდა. ევროკომისია კოვიდის შედეგების სალიკვიდაციო პაკეტის - 25 მილიარდი ევროს - პოლონეთისთვის გადაცემაზე უარს ამბობდა, სანამ კანონიერების პრობლემები არ მოგვარდებოდა.

პოლონეთმა და უნგრეთმა  მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოშივე იჩივლეს, ამ საკითხების ერთმანეთზე გადაჯაჭვა უკანონოაო.

მერკელის ენდშპილი

გერმანიის კანცლერის როლში ევრკავშირის საკითხებში ალბათ ბოლო ჩარევით, მერკელმა მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და ევროკომისია დაარიგა, კონფრონტაციას მორიგება ამჯობინეთო. ამავე აზრზე დადგა საფრანგეთიც.

რთული გადაწყვეტილება

ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ პოლონეთზე გადაწყვეტილების მისაღებად მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან. თავისი თანამემამულისა და მენტორის, მერკელის ჭკუაზე სიარულს ევროკომიის პრეზიდენტს ევროპარლამენტარები ჩანს ძვირად დაუჯენენ. ისინიც სასამართლო სარჩელით იმუქრებიან, ევროკომისიის წინააღმდეგ.

სანამ დაფინანსებისა და კანონიერების გადაჯაჭვის კანონიერების საკითხი სასამართლოში ირჩევა, ფონ დერ ლაიენს გაუჭირდება ვარშავისთვის ფულის გამოყოფა შეაყოვნოს, რითაც კიდევ უფრო აღაშფოთებს ევროპარლამენტარებს.

ამასობაში, პოლონეთს პრემიერმა, მათეუშ მორავიეცკიმ თქვა, ბრიუსელი ცდილობს გადაწყვეტილებები „შუბლზე მობჯენილი პისტოლეტის“ ზეწოლით მივიღოთო და დაიქადნა, „მესამე მსოფლიო ომს“ არ დავაწყებინებთო.

რა დევს სასწორზე?

პოლონეთი ევროპისთვის ხელწამოსაკრავი ქვეყანა არაა: მისი სამხედრო-პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აშკარაა. თუმცა, პოლონეთს მთავრობის მიერ დემოკრატიული კანონიერების სისტემასთან დაპირისპირება ევროკავშირისთვის ასევე ღირებულებების და სისტემური კრიზისის ნიშანია. ვარშავის ერთგული მოკავშირეა თავისი არსით კიდევ უფრო ანტი-ევროპული ვიქტორ ორბანის მთავრობა უნგრეთში. ვარშავა და ბუდაპეშტი ერთმანეთს ბრიუსელისაგან იცავენ და ამით - შფოთავენ ოპონენტები - ევროპის ღირებულებით საძირკველს წყალს უყენებენ.

მომავლის ხედვა

ბრიუსელში, ტრადიციულად, იმედოვნებენ, რომ დროის გაწელვით პრობლემას თავისით მოევლება. ორბანსაც და მორავიეცკისაც სამშობლოში რთული არჩევნები ელედებათ. პოლონეთს მთავარ ოპოზიციურ პარტიას სათავეში კვლავ ევროპული საბჭოს ყოფილი თავკაცი, დონალდ ტუსკი ჩაუდგა და ევროკომიის გადაწყვეტილებაც სათავისოდ გამოიყენა: ბრიუსელი „კანონისა და სამართლიანობის“ რეჟიმის გადაცდომების გამო პოლონელი ხალხის დასჯას (ანუ ფულის შეყოვნებას) არ აპირებსო.

წაიკითხეთ მეტი

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

კვლავაც კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო! წინა ნომერში გიყვებოდით, რომ ბრიუსელი შვებულებაში მიდიოდა და მხოლოდ მისი “საზაფხულო რაზმი” რჩებოდა სამუშაოდ. იმასაც ვამბობდით, რომ კრიზისები შვებულებას არ იღებენ ხოლმე, ასეც მოხდა. ეს კვირა კონტინენტმა გამოანგარიშებაში გაატარა: სეუტა თავის დაღუპულებს ითვლიდა და გაკვეთილებს სწავლობდა, საფრანგეთი და ესპანეთი გადამწვარ ჰექტრებს, უკრაინა კი - მიუღებელ სარაკეტო

lock-1
წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

აპრილის თბილი დღე იდგა, გენტი-ამსტერდამის გზაზე ანტვერპენის სახელგანთქმულ ნატიფი ხელოვნების სამეფო მუზეუმში (KMSKA) შევიარე. ანტვერპენში ადრეც ვყოფილვარ სტუდენტობისას, მთელი ათი წლით ადრე. მაშინ მუზეუმი სარემონტო სამუშაოებისთვის იყო დაკეტილი, რამაც 11 წელიწადს გასტანა. სიმართლე რომ ვთქვა, იმხანად მუზეუმებს ისედაც ნაკლებად ვეტანებოდი. ამჯერად კი, ამ უმდიდრესი კოლექციით განთქმული მუზეუმის გამოტოვება არ

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

30–31 ივლისს, ათიათასობით ადამიანის მოულოდნელმა შეჭრამ სეუტაში ევროპაში კვლავ გამოაცოცხლა ნაცნობი ეჭვი: თითქოს მაროკომ განზრახ შეასუსტა საზღვრის კონტროლი, რათა ესპანეთზე ზეწოლა მოეხდინა.

lock-1