სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

30–31 ივლისს, ათიათასობით ადამიანის მოულოდნელმა შეჭრამ სეუტაში ევროპაში კვლავ გამოაცოცხლა ნაცნობი ეჭვი: თითქოს მაროკომ განზრახ შეასუსტა საზღვრის კონტროლი, რათა ესპანეთზე ზეწოლა მოეხდინა.

სეუტა: მეორე ჰიპოთეზა - სოციალური აფეთქება და რაბათის ინსტიტუციური პარალიჩი

თუმცა მაროკოელი სოციოლოგი, მეჰდი ალიუა ინტერვიუში ამბობს, რომ ინციდენტის სიღრმისეული მიზეზი ახალგაზრდებს შორის ღრმა სოციალური კრიზისია, ხოლო უშუალო საბაბი - მოვლენათა დამთხვევა, რომელმაც სამთავრობო რეაქცია მოაჩლუნგა. მეჰდი ალიუა სოციოლოგია, რაბათის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის ფაკულტეტის პროფესორი და მიგრაციის შესახებ რამოდენიმე წიგნისა და ნაშრომის ავტორი. ეს სტატია მის არგუმენტებს აჯამებს.

სეუტა - ესპანეთის მიერ კონტროლირებადი ქალაქი აფრიკის კონტინენტზე - მაროკოს გადმოსახედიდან სადავო ტერიტორიაა. ეს ევროკავშირის გარე საზღვარია, მაგრამ ამავე დროს, ევროპასა და აფრიკას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური უთანასწორობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლო.

ამის გამო, სეუტასკენ ნებისმიერი მიგრაცია, მით უფრო, მასშტაბური, თითქმის ავტომატურად იწვევს გეოპოლიტიკურ ინტერპრეტაციას. როდესაც ეკრანზე ისე ჩანს, რომ მაროკო ხალხის საზღვარზე გადასვლას ვერ ან არ უმკლავდება, ევროპაში წამსვე ჩნდება კომენტარები, რომ რაბათი „მიგრაციას იარაღად იყენებს“.

თუმცა ალიუა ამბობს, ამ შემთხვევაში წინასწარ დაგეგმილი ოპერაციის თეორია ვერ ეხამება ვერც პოლიტიკურ კონტექსტს, ვერც მოვლენის გეოგრაფიას და მაროკოს ფართო სტრატეგიულ ინტერესებსაც აცდენილია.

წაიკითხეთ მეტი

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

ევროპის კვირა (3-9 აგვისტო)

კვლავაც კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო! წინა ნომერში გიყვებოდით, რომ ბრიუსელი შვებულებაში მიდიოდა და მხოლოდ მისი “საზაფხულო რაზმი” რჩებოდა სამუშაოდ. იმასაც ვამბობდით, რომ კრიზისები შვებულებას არ იღებენ ხოლმე, ასეც მოხდა. ეს კვირა კონტინენტმა გამოანგარიშებაში გაატარა: სეუტა თავის დაღუპულებს ითვლიდა და გაკვეთილებს სწავლობდა, საფრანგეთი და ესპანეთი გადამწვარ ჰექტრებს, უკრაინა კი - მიუღებელ სარაკეტო

lock-1
წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

წმინდა ბარბარე ანუ იმერული სიო ფლანდრიაში

აპრილის თბილი დღე იდგა, გენტი-ამსტერდამის გზაზე ანტვერპენის სახელგანთქმულ ნატიფი ხელოვნების სამეფო მუზეუმში (KMSKA) შევიარე. ანტვერპენში ადრეც ვყოფილვარ სტუდენტობისას, მთელი ათი წლით ადრე. მაშინ მუზეუმი სარემონტო სამუშაოებისთვის იყო დაკეტილი, რამაც 11 წელიწადს გასტანა. სიმართლე რომ ვთქვა, იმხანად მუზეუმებს ისედაც ნაკლებად ვეტანებოდი. ამჯერად კი, ამ უმდიდრესი კოლექციით განთქმული მუზეუმის გამოტოვება არ