ემანუელ მაკრონმა ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის ევროპულ ამბიციებს ცხვირი აუბზუა
15 ოქტომბერს „ევროპული რენესანსისა“ და ლიბერალიზმის მებაირახტრე ემანუელ მაკრონმა ევროკავშირში ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის გაწევრების მოლაპარაკებები დაბლოკა. არადა, ევროკავშირი სკოპიეს ჰპირდებოდა, რომ საბერძნეთთან სახელის გამო არსებული ოცწლიანი დავის მოგვარების შემთხვევაში, ჩრდილოეთ მაკედონიას გზას გაუხსნიდა გაწევრების მოლაპარაკებებისაკენ. ევროპული ერთიანობისა და სოლიდარობის ქადაგად დავარდნილ მაკრონს ევროკავშირის გაფართოების ამბავში დე-გოლისეული პოლიტიკის სული შეუჩნდა.