ულტრამემარჯვენეების ლექსიკონი: „დასავლეთის დაღმასვლა“

ულტრამემარჯვენეების ლექსიკონი: „დასავლეთის დაღმასვლა“
ულტრამემარჯვეები გვარწმუნებენ, რომ დასავლური ცივილიზაციის დაცემა გარდაუვალია. კოლაჟი: მოამბე.

2014 წლის 31 მაისს, რუსმა ოლიგარქმა, კონსტანტინ მალოფეევმა ვენაში, ლიხტენშტაინის სასახლეში, საიდუმლოდ შეკრიბა ევროპული ულტრამემარჯვენეობის რამდენიმე საკვანძო ფიგურა და ვლადიმერ პუტინის მომხრეები. საფრანგეთის „ეროვნულ ფრონტს“ (Front Nationale, რომელიც მერე გარდაიქმნა „ეროვნულ ერთობად“ Rassemblement Nationale) იქ გეოპოლიტიკოსი აიმერიკ შოპრადი და მარიონ-მარეშალ ლე პენი (მარინე ლე პენის დისშვილი, იმხანად ვოკლიუზის დეპუტატი და პარტიის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი) წარმოადგენდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ვოლენ სიტეროვი - ბულგარული ნაციონალისტური პარტია „ატაკას“ ლიდერი, ჰაინც-ქრისტიან შტრახე - „ავსტრიის თავისუფლების პარტიის“ (FPÖ) პრეზიდენტი, აგრეთვე ესპანელი, ხორვატი, ქართველი და რუსი პოლიტიკოსებისა და არისტოკრატების დიდი ჯგუფი. ყველა თანხმდებოდა, რომ დასავლეთის დაცემა გარდაუვალი იყო.

მთავარი გამომსვლელი, რუსი ულტრამემარჯვენე იდეოლოგი, ალექსანდრ დუგინი, ამ კონფერენციაზე ავითარებდა აზრს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ევროპის მხსნელი იყო ლიბერალიზმისა და „გეი-ლობისგან“. მისი თვალთახედვით, ევროპისა და რუსეთის კავშირზე დაფუძნებული ახალი ევრაზიული წესრიგის დამყარება ხელს შეუწყობდა რეაქციული ძალების მოსვლას ხელისუფლებაში მრავალ ქვეყანაში. აიმერიკ შოპრადმა იმავე კონფერენციაზე განაცხადა, რომ ყველა მონაწილეს სწამდა რომ „ერთა ევროპა“ უნდა შეიქმნას, რომელიც მჭიდროდ ითანამშრომლებს პუტინის რუსეთთან.

დასავლეთის დაღმასვლის შესახებ ეს რუსული ნარატივი მჭიდრო კავშირშია ფრანგული „ახალი მემარჯვენეობის“ (Nouvelle Droite) ნარატივთან: დუგინმა ბევრი რამ ისწავლა ალენ დე ბენუასგან, რომელიც მისი ერთ-ერთი სულიერი მოძღვარია. „ევროპული აღორძინების მანიფესტში“ (Manifeste pour une renaissance européenne) ალენ დე ბენუა და შარლ შამპეტიე ავითარებენ აზრს, რომ მულტიკულტურალიზმმა მოიტანა დასავლეთის კულტურული იდენტობის ნგრევა, რაც აუცილებელს ხდის ევროპის დაბრუნებას იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ისინი ჭეშმარიტად და ტრადიციულად მიიჩნევენ. გარდა ამისა, დე ბენუამ განავითარა „კონსერვატიული რევოლუციის“ თეზისი, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს „ახალი მემარჯვენეობის“ კულტურული ჰეგემონიის დამყარებას.

დაცემა, რომელიც დიდხანს გრძელდება

„კონსერვატიული რევოლუციის“ კონცეფცია სათავეს იღებს ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდის გერმანულ ინტელექტუალურ წრეებში, როგორც წინააღმდეგება პარლამენტარიზმისა და ვაიმარის რესპუბლიკის მიმართ. მისთვის საკვანძოა ძველი, რეაქციული კონცეფციები: ტრადიცია რაციონალურობის წინააღმდეგ, თავშეკავება თავისუფლების წინააღმდეგ, სული გონების წინააღმდეგ. მის ყველაზე განთქმულ წარმომადგენელთა შორის იყო ოსვალდ შპენგლერი, ავტორი წიგნისა „ევროპის დაისი“ (Der Untergang des Abendlandes). კულტურული ევოლუციის მისი თეორია ამტკიცებს, რომ კულტურები თავის აპოგეას ცივილიზაციებად გარდაქმნით აღწევენ და ბატონობენ მანამ, სანამ მათი შემოქმედებითი უნარი, „სასიცოცხლო ძალა“ ამოიწურება და მათი დაცემა გარდაუვალი გახდება - ამის მაგალითად შპენგლერი რომის იმპერიის ისტორიის მისეულ (და მაშინ ფართოდ გავრცელებულ) ინტერპრეტაციას იშველიებს.

წაიკითხეთ მეტი

ევროპის კვირა (17-23 აგვისტო )

ევროპის კვირა (17-23 აგვისტო )

კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო! ამ კვირას კაია კალასმა მოსკოვს ომის დაწყებიდან ყველაზე შორსმიმავალი სანქციები აღუთქვა; ბრიუსელმა ჰააგის სასამართლო ვაშინგტონის თავდასხმებისგან დაიცვა; ხოლო ექვსი ევროპული დედაქალაქი ნავთობის გიგანტებს ომის ფონზე მიღებული ზემოგების დაბეგვრით დაემუქრა. ამ და სხვა საინტერესო ამბებს მოგითხრობთ ევროპის მოამბე. თუმცა, მოდით, იქიდან დავიწყოთ, საიდანაც ევროპის შემოდგომა დაიგეგმა. კალასი

lock-1
ჯინ კირკპატრიკი: ამერიკელი რკინის ლედი

ჯინ კირკპატრიკი: ამერიკელი რკინის ლედი

დაბრკოლებების მიუხედავად, ჯინი ადვილად არ მოდრეკილა, საკუთარი იდეების დაცვის ჟინი არ ჩაცხრომია, პოლიტიკური სიმტკიცითა და მუდმივი მზადყოფნით უტეხ უპირისპირდებოდა იმ დროს გაბატონებულ შეხედულებებს.

lock-1
ევროპის კვირა (10-16 აგვისტო)

ევროპის კვირა (10-16 აგვისტო)

კვირა მშვიდობისა, ძვირფასო მკითხველებო! ამ შუაგულ აგვისტოში რა გამოაცოცხლებდა ევროპულ დედაქალაქებს თუ არა საერთო საფრთხე და საწუხარი. რუსეთს რომ არ სძინავს არახალი ამბავია: მარტო ომის ველს რომ არ სჯერდება და აქეთ-იქით  გაუხსნია ფრონტები. რუსული დივერსიებითა და ჩარევით განსაკუთრებით “განებივრებულმა” გერმანიამ მოქმედება არჩია და საკუთარი დაზვერვას შეტევის უფლება მისცა. ამასობაში

lock-1
ულტრამემარჯვების ლექსიკონი: „ანტი-ერი“

ულტრამემარჯვების ლექსიკონი: „ანტი-ერი“

შიდა მტრის ხატის შექმნა ულტრამემარჯვენეებისთვის ყოველთვის იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდების აუცილებლობის დასაბუთების ერთ-ერთი რიტორიკული საშუალება.

lock-1